ეს ულამაზესი ქალი ”მის მსოფლიო 2013”-ია... ინვალიდის ეტლში მჯდომ ქალებს შორის. ეს ულამაზესი ქალი ”მის მსოფლიო 2013”-ია... ინვალიდის ეტლში მჯდომ ქალებს შორის. ქსენია ბეზუგლოვა საზოგადოებრივი მოღვაწე და მოდელია, რუსეთში კულტურის სამინისტროს საგანგებო საბჭოს წევრი და ბევრისთვის მისაბაძი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაიწყო ცხოვრება თავიდან...
ქსენია 1983 წელს არის დაბადებული. მოსკოვში დაამთავრა სწავლა, კარგი კარიერაც აიწყო და ოჯახიც შექმნა, მაგრამ... 2008 წლის აგვისტოში ქსენია ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც ორივე ფეხი მოსწყდა და ეტლს მიეჯაჭვა.
ყველაფერთან ერთად, ავარიის დროს ქსენია ორსულად იყო... ღვთის წყალობით, ნაყოფი გადარჩა და 2009 წლის თებერვალში ქსენიამ ქალიშვილი ტაისია გააჩინა.
როგორც ქსენია ამბობს, სწორედ შვილის გაჩენამ და ქმრის გვერდით დგომამ მისცა ძალა, ცხოვრება გაეგრძელებინა. ”ქმარი სულ გვერდით იყო. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორმე ბავშვი შემენარჩუნებინა და გამეჩინა, - იხსენებს ქსენია, - სულ ვიმეორებდი: ”მე ცოცხალი ვარ. ბავშვი ცოცხალია”. ცოტა ხანში ისიც აღმოვაჩინე, რომ შეიძლებაინვალიდის ეტლშიც იჯდე და ცხოვრება მაინც მშვენიერი იყოს...”
ქსენიამ განაგრძო ცხოვრება, აქტიურობა, მოდელობა, მისნაირი ეტლს მიჯაჭვულების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, 2015 წელს კი ოჯახს კიდევ ერთი შვილი შეემატა. დღეს ქსენია ძალიან ბედნიერია თავისი ორი შვილით, სამსახურით და მიდგომით ცხოვრებისადმი.