"ჩემი თავი არ მგონია დიდი ვინმე. იმიტომ, რომ ჩემი უბედური შემთხვევის გამო გავხდი ასეთი პოპულარული"
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა, ევა ბარბაქაძემ სარეკლამო შემოთავაზება თურქეთის იმ კლინიკიდან მიიღო, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. ამის შესახებ ევამ გადაცემა ’’ანფასში ” ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის ამ ტიპის შემოთავაზება მოულედნელი იყო. ”საერთოდ არ ველოდებოდი, ამხელა საავადმყოფოს ჩემი გადაღება თუ მოუნდებოდა. მართლა არ მეგონა. სარეკლამო ფოტოს აქ დაკიდებენ ბანერებზე და მე და შორე ვიქნებით გამოსახული”.
ევამ გარდა სარეკლამო შემოთავაზებებისა, მომავლის გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი ოცნებაა ცნობილი მოდელი გახდეს.
"ძალიან მინდა, რომ ჟურნალებში გამოვჩნდე, საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. ბევრი ბრენდია ისეთი, რომლის სახეც მინდა გავხდე. ისე, ძალიან სასიამოვნო არ არის, ყველა რომ გიცნობს. ასეთი პოპულარობა არ მინდოდა, სიმართლე გითხრათ. იმედია, შევეჩვევი. ჩემი თავი არ მგონია დიდი ვინმე. იმიტომ, რომ ჩემი უბედური შემთხვევის გამო გავხდი ასეთი პოპულარული, მაგრამ რომ მეუბნებიან, პოპულარული ხარო, არ მგონია, რომ პოპულარული ვარ. მე ვარ პოპულარული იმიტომ, რომ შორენას შვილი ვარ’’.
საუბრისას ევას, შორენასა და მისი ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა და აღნიშნა, რომ დედას არ უყვარს, როცა იგი ღამე დადის გარეთ.
’’მე ძალიან მიყვარს სეირნობა საღამოობით ქუჩებში. ახლაც ვსეირნობ მეგობრებთან ერთად და არ მინდა, რომ ამიკრძალოს ეს. სულ ყველაფერს ვუყვები და მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ისეთ რჩევებს მაძლევს, რომ უკეთესი იქნება, ვუთხრა ყველაფერი. ბევრ რამეზეც ვკამათობთ. არ მიყვარს, როცა ვინმე მეუბნება, რა როგორ გავაკეთო, როგორ უნდა ჩავიცვა, როგორ უნდა მოვიქცე. ნუ, ხანდახან საჭიროა, მაგრამ მე მაინც არ მიყვარს. ხანდახან სერიოზულ თემებზეც ვკამათობთ, თუმცა მე და დედაჩემს არ შეგვიძლია დიდი ხნით გავებუტოთ ერთმანეთს".