23 წლის მაგდა ჯაფარიძე საწოლში გარდაცვლილი იპოვეს კიდევ ერთი სამწუხარო ტრაგედია დატრიალდა, ამჯერად ბათუმში. სამწუხაროდ, დაავადებები, რომლებიც ადრე მხოლოდ ასაკში შესული ადამიანებისთვის იყო "ჩვეული", მეტისმეტად გაახალგაზრდავდა და არაერთი ახალგაზრდა ეწირება ინფარქტს, ანევრიზმას, თრომბს და სხვა დაავადებებს.
ამჯერად 23 წლის მაგდა ჯაფარიძე გარდაიცვალა თრომბის დიაგნოზით. ტრაგედია ბათუმში მოხდა - ოჯახის წევრებმა გოგონ საწოლში იპოვეს გარდაცვლილი. მაგდამ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა და შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა. მშაობდა "ომეგა მოტორსში".
იხილეთ, ინსულტის ნიშნები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ - ექიმი-რეანიმატოლოგის გაფრთხილება
რა არის თრომბი?
სისხლის კოლტების წარმოქმნა, ანუ თრომბი სისხლის მიმოქცევას უშლის ხელს. სისხლის კოლტებს ხედავთ ჭრილობის, ნაკაწრის ან დაბეჟილობის დროს, მაგრამ ხანდახან მათი დანახვა შეუძლებელია. ინფარქტის, ინსულტის, გულის შეტევის და სხვა სერიოზული პრობლემების მიზეზი ხშირად სწორედ თრომბია.
როგორ უნდა გაიგოთ წინასწარ, რომ თრომბის საშიშროების წინაშე დგახართ:
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
1. რომელიმე კიდურის შეშუპება
როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს ღრმა ვენის თრომბი უვითარდება. სისხლის მიწოდების მსგავსი შეფერხების გამო, სხეულის რომელიმე ნაწილი ზიანდება, შინაგან ორგანოებს კი საჭირო რაოდენობის ჟანგბადი არ მიეწოდება. ამიტომ შეშუპების დაიგნორება დაუშვებელია, განსაკუთრებით ფეხების.
2. ფეხების ტკივილი
თრომბის საერთო ნიშანი ფეხების ქვედა არეში ხშირი ტკივილი და ჩხვლეტაა. განსაკუთრებით საშიშია, თუ ამას თან ახლავს ხშირი კრუნჩხვები.
3. უცნაური, წითელი ზოლები კანზე
გახსოვდეთ! სილურჯე, თრომბის კიდევ ერთი ნიშანია. მაგრამ, თუ ვენების პარალელურად წითელ ზოლებს შენიშნავთ, ეს უბრალოდ ჩალურჯება არ არის და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
4. ჩასუნთქვისას ძლიერი ტკივილი გულის არეში
თუ ღრმა ჩასუნთქვისას გულის არეში ტკივილებს ან ჩხვლეტას უჩივით, შესაძლოა იმის ნიშანია, რომ სისხლის კოლტები ფილტვებში გროვდება. ეს ძალიან საშიშია და შეტევა ნებისმიერ დროს მოხდება, თუ ექიმს დაუყოვნებლივ არ მიმართავთ.
5. ქოშინი
საქმე 15 სართულზე ასვლის შემდგომ ქოშინს არ ეხება, არამედ უმიზეზოდ ქოშინს. შესაძლოა ფილტვის გარშემო სისხლის კოლტების წარმოქმნას მიანიშნებდეს. ჩვეულებრივ ეს უეცარი თავბრუსხვევითად ვლინდება.
6. აუხსნელი ხველა
თუ ყოველგვარი მიზეზის გარეშე გახველებთ, ხშირად უნდა მიაქციოთ ყურადღება გულის ცემისა და სუნთქვის რითმს.
როცა ხველას გულის არეში ტკივილი, უჩვეულო რითმი ან ქოშინი ახლავს თან, ექიმს უნდა გაესინჯოთ.