მსახიობი დავით კვირცხალია საავამდყოფოში წევს მსახიობი დავით კვირცხალია საავამდყოფოში წევს. როგორც ირკვევა, ყველასათვის საყვარელმა გრიშა კაკაჩიამ რამდნიმე დღის წინ მუცლისა და ჭიპის თიაქარის ოპერაცია გაიკეთა, ახლა თავს უკეთ გრძნობს და მედპერსონალს და კლინიკას ყურადღებისთვის მადლობას საჯაროდ, სოციალური ქსელით უხდის:
„მეოთხე დღეა ევექსის კლინიკაში ვწევარ. მეგონა, იოლ ოპერაციას ვიკეთებდი, მაგრამ მთლად ასე არ აღმოჩნდა. მოვიწყინე, ხასიათიც გამიფუჭდა, მაგრამ უნდა გითხრათ, ასეთი მედპერსონალი, აქ რომ ჰყავთ, არა მგონია, სხვაგანაც რომ იყოს ან რა ლამაზები ან რა ყურადღებიანნი, ყველანაირი ტკივილი დამავიწყეს. დიდი მადლობა ”ევექსს”...
განსაკუთრებული მადლობა ჩემს მხსნელებს: ქალბატონ მარი ლიჩელს და ბატონ რეზო ჭუმბურიძეს!!! იხარეთ მრავალჟამიერ!!!“
მის პოსტს რასაკვირველია უყურადღებოდ არ ჩუვლია, კოლეგები, თუ გულშემატკივრები აქტიურად ინტერესდებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ. ბატონი დავითიც თავის მხრივ ამშვიდებს დაინტერესებულ პირებს და ამბობს, რომ ამჟამად თავს უკეთ გრძნობს.
თეკლა ჟვანია