"ასეთ დროს გამორიცხულია ძველი წყენების გახსენება..." გუშინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილ მსახიობს გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, რამაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია... გიორგი მახარაძე მარიამ როინიშვილის ყოფილი მეუღლეა და თამრიკო ჭოხონელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, გიორგის ყველა გვერდით დაუდგეს ამ მძიმე განსაცდელის დროს...
- ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო, ეს ამბავი რომ შევიტყვეთ... მე მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან მალე კარგად იქნება. თურქეთში წაყვანას აპირებენ და გვაიმედებენ, რომ ამ ეტაზე როგორც არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ფაქტობრივად მოსარევი პროცესია...
- საზოგადოებამ სოციალური ქსელის მეშვეობით გუშინ შეიტყო გიორგის ჯანმრთელობის პრობლემებზე... თქვენ უფრო ადრე იცოდით ამის შესახებ?
- ჩვენც სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგეთ და გავოგნდით... მე გიორგი შვილივით მყავდა წელიწად-ნახევარი, როდესაც ერთად ვცხოვრობდით. ახლაც ძალიან მიყვარს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ელენეს მამაა... ამიტომ არც კი მინდა ფიქრი, რომ შეიძლება ცუდი გაგრძელება ჰქონდეს ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, გიორგი კარგად იქნება.
- მიუხედავად იმისა, რომ მარიამი პატარა ასაკში დაშორდა მეუღლეს, მისგან აგრესიული გამონათქვამი არ გვახსოვს გიორგის მიმართ...
- დიახ, ასეა და ძალიან მსიამოვნებს თქვენგან ამ სიტყვების მოსმენა... მარიამი ახლაც გიორგის ყველანაირად გვერდით უდგას.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ძალიან მყარად დგას იმ აზრზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ასეთ დროს გამორიცხულია ძველი წყენების გახსენება. მარიამს არც ჰქონდა აგრესია... მან თავის დროზე ძალიან დიდი სიყვარულით შექმნა ოჯახი, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ამ დიდი სიყვარულის ნაყოფია – ელენე... ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ხაზის გადასმა და ამიტომაც მარიამი ძალიან დიდ პატივს სცემს იმას, რაც იყო... ჟურნალისტები როდესაც მაცდუნებელ შეკითხვებს უსვამენ, მარიამი ამაზე ძალიან ღიზიანდება. როგორც ელენეს მამას, გიორგის დიდ პატივს სცემს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაც იყო, მისთვის ძვირფასია...
„გვერდით მიგულე გიორგი, არ შეგეშინდეს!“ - გია როინიშვილი ყოფილა სიძეს ამხნევებს
მთელი ჩვენი ოჯახი მორალურად გიორგის გვერდით ვართ. მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია მის მშობლებთან, მე და თეო (გიორგის დედა) ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ტელეფონით, ექიმებს ყველაფერს დეტალურად ვეკითხებით და ძალიან გვაიმედებენ... როგორც ჩემს შვილებზე ვლოცულობ, ისე ვლოცულობ გიორგიზე და მსურს კარგად იყოს. საზოგადოებასაც ვთხოვ ასე მოემართოს. სამწუხაროდ ყოველთვის ისე ხდება, რომ რაც უფრო ცუდად არის ადამიანი, საქმე მიეცემათ ხოლმე... მე ყველას ვთხოვ, ერთი-ორი სიტყვა შეაშველონ უფალთან და მეტი არაფერი არ არის საჭირო! ყველა ისე მოვემართოთ ენერგეტიკულად, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
- ვიცით, რომ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული მკურნალობა, როგორი ვითარებაა ამ მხრივ?
- ამიტომაც გაავრცელეს ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გიორგის ხალხის თანადგომა რომ ჭირდება ამ მხრივ. ჩვენ გვახსოვს არაერთი მაგალითი ამის და დღეს კარგად არიან თუნდაც – გიორგი ყორღანაშვილი და სხვები.
მანანა გაბრიჭიძე