ნადია სულემანი 42 წლისაა და 14 შვილი ჰყავს - პოპულარობის დევნაში 8 წლის წინ მსოფლიო მედია აქტიურად აშუქებდა ამერიკელი (ირანული ფესვებით) ნადი სულემანის ცხოვრებას, რომელმაც ხელოვნური განაყოფიერების გზით 8 შვილის გაჩენა გადაწყვიტა.
წაიკითხეთ, როგორ დაიწყო ამ დიდი ოჯახის შექმნა მრავალშვილიანმა დედამ
მაშინ ქალს ადანაშაულებდნენ ეგოიზმში, რადგან ოჯახს არ ჰქონდა სტაბილური შემოსავალი. ახლახანს "ოქტოდედამ" გააკეთა პირველი ინტერვიუ, რომელშიც მოყვა თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახის შესახებ. ნადია სულემანი 42 წლისაა და მას 14 შვილი ჰყავს, რომლებიც ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შედეგად გაჩნდნენ.
ის ყოველთვის ოცნებობდა დიდი ოჯახზე პირველად ეს მოხდა 2009 წელს, როდესაც განაცხადა, რომ 8 ბავშვს ატარებდა მუცლით. მაშინ თავად ნადიასაც არ ჰქონდა გაცნობიერებული, თუ რაში ესაჭიროებოდა ერთდროულად 8 ბავშვი ქალს, რომელიც იყო მარტოხელა და არ ჰქონდა საკუთარი საცხოვრებელი.
თავიდან ნადია, რომელსაც პრესამ "ოქტოდედა" შეარქვა, იმედოვნებდა, რომ კეთილი ადამიანები დაეხმარებოდნენ ფინანსურად. გარდა ამისა, მან გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო რეალითი შოუში, რომელიც სამწუხაროდ, როგორც გადაცემა არ შედგა. სამსახური ვერ იშოვა და ამიტომ გადაწყვიტა ერთ-ერთ სტრიპ კლუბში ეგზოტიკური ცეკვები შეესრულებინა.
ახლახანს გახდა ცნობილი, რომ მან უარი განაცხადა თავის წარსულ საქმიანობაზე და უფროსებისათვის გათვლილ ფილმებში მონაწილეობაზე. სულემანმა მისცა ინტერვიუ The Daily Mail-ს სადაც მოყვა, თუ როგორ ცხოვრობს ამჟამად. ნადიამ აღიარა, რომ იყო მომენტი, როდესაც მისი ოჯახის მიმართ მომეტებული ინტერესის გამო მას თვითმკვლელობაზეც უფიქრია.
"იყო დღეები, როდესაც აღარ მქონდა სურვილი გაღვიძებისა. მეზიზღებოდა საკუთარი თავი იმის გამო, რომ ჩემს შვილებს დავამახსოვრდებოდი ასეთი. არ მომწონდა ჩემი საქმიანობა, მაგრამ იძულებული ვიყავი, რადგან გამომეკვება ბავშვები. მათ გამო ვაკეთებდი იმას, რაც არ მომწონდა. მას შემდეგ, რაც მივატოვე სტრიპტიზი, ჩემში ჰარმონიამ დაისადგურა", - ამბობს მრავალშვილიანი დედა. ამჟამად სულემანი მუშაობს ადამიანებთან, რომლებიც არიან ალკოჰოლ და ნარკოდამოკიდებულები. რა თქმა უნდა ანაზღაურება არ ჰყოფნის. ბავშვების კვებისთვის ეხმარება ტალონები, რომელსაც მას კინოში გადაღების სანაცვლოდ აძლევენ.
"ვცხოვრობთ ხელფასიდან - ხელფასამდე. ყოველდღიური ცხოვრება ნამდვილი ბრძოლაა. მიხარია, რომ სახელმწიფო გვეხმარება საცხოვრებელით. ჩვენ ვცხოვრობთ სახლში, სადაც ორი საძინებელია, მაგრამ დასაწოლი ადგილი ყველას თავისი აქვს", - ამბობს დედა. მან ასევე აღიარა, რომ აქამდე მარტოა, მაგრამ ამასაც მიეჩვია. ის ამბობს, რომ არ ეძებს პარტნიორს.
"არ მჭირდება მამაკაცი. ჩემი მოწოდება ყოველთვის იყო დედობა. ბედნიერად ვგრძნობ თავს ჩემი შვილების გარემოცვაში. როდესაც გადავწყვიტე ხელოვნური განაყოფიერება, მაშინ გადავუსვი ხაზი ჩემს პირად ცხოვრებას, მაგრამ არ ვნანობ", - ამბობს სულემანი. ახლა ის თავის გადაწყვეტილებას - 8 შვილის გაჩენას, ეგოისტურს და დაუფიქრებელს უწოდებს, მაგრამ არაფრის შეცვლა არ სურს.
მის ერთ-ერთ უფროს შვილს აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს. უმცროსი ძმები და დები ეხმარებიან დედას მის მოვლაში. "მისი განვითარების დონე წლინახევრის ბავშვის დონეს შეესაბამება. ის ვერ ლაპარაკობს და დადის პამპერსით". მრავალშვილიანმა დედამ გადაწყვიტა წიგნის დაწერა ბავშვის ცხოვრებაზე.ვნახოთ, რა გამოუვა! წარმატებები ვუსურვოთ მას!