როგორ გამოიყურებოდა ორსულობის ბოლო თვეში მოდელი (ფოტო+ვიდეო) მოდელმა თამუნა ვაშალომიძემ გუშინ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა და პატარა სოფია მოევლინა ქვეყანას. დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ.
"ჩემი სიყვარული" - ასე მიაწერა თამუნამ სოფიას პირველ ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოჩნდა:
მთელი ორსულობა თამუნა ანებივრებდა თაყვანისმცემლებს ფოტოებით, მათ შორის გულახდილი ფოტოებიც იყო.
ასევე გამოჩნდა ვიდეო:
როგორ უვლის თავს ფეხმძიმე თამუნა ვაშალომიძე
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და გაიგეთ, როგორ უვლიდა თავს ორსულობის დროს და რამდენი კილოგრამი მოიმატა
{{ArticleSplitCont}}
ორსულობის დროს თამუნა შესანიშნავ ფორმაში იყო. ამბობდა, რომ თავს უვლიდა და კვების რეჟიმსაც იცავდა: "პირველ რიგში, ექიმთან შეთანხმებით, კვების რაციონი დავალაგე. ამოვიღე ტკბილეული, ცომეული, ბავშვისთვის რაც კარგია იმას ვჭამ. ვიტამინებით სავსე პროდუქტს ვიღებ. თუმცა, იმას ვერ ვიტყვი, რომ ძალიან როცა მომინდება რაღაც, არ ვჭამ. იოგაზე დავდივარ, ასევე ვსეირნობ. ზაფხულში ლისზე ვსეირნობდი ხოლმე საღამოოობით, ახლა აცივდა, მაგრამ დილით მაინც დავდივარ. შვიდ კილო-ნახევარი მაქვს მომატებული. თავიდან მოვიმატე უფრო, შემდეგ უკვე კვებაც დავალაგე და ყვეალფერი კარგად მიმდინარეობს. ტკბილი, ცომი და მარილიანი არ არის რეკომენდირებული ორსულისთვის და არ ვიღებ ამას".
"ძალიან ბევრია ჩემს გარშემო ორსული. ვურჩევდი, რომ ჯანსაღად იცხოვრონ, არ მოწიონ სიგარეტი. როგორც ვუვლით მუცლად ყოფნისას ბავშვს, აისახება მასზე. კარგია თუ იმოძრავებენ და პოზიტიურად მიუდგებიან ორსულობას. ბევს არ აქვს საშუალება, რომ წაისვან კრემები, იარონ იოგაზე. ამიტომ, შეუძლიათ ზეითუნის ზეთი წაისვან მუცელზე".