"ვინც დაეჯახა, ერთელ მოვიდა იმისი დედა, გაიგო მდგომარეობა და მას მერე არ მოსულა"
"მეგობრებო, გთხოვთ დამეხმარეთ, ყველამ ილოცეთ ჩემი ლამაზი, კეთილი, ჭკვიანი სათნო გოგოს გადასარჩენად, მხოლოდ ამას გთხოვთ - სოციალურ ქსელში ეს მიმირთვა, ფოტოსთან ერთად 20 წლის ლოლა მელიას დედამ, რუსიკო ლაბარტყავამ გაავრცელა. თუ რა დაემართა გოგონას ამის შესახებ არავინ არაფერს წერდა. მოგვიანებით, mshoblebi.ge-ს ავადმყოფი გოგონას და, მონიკა მელია ესაუბრა.
- ლოლა ილიას საელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესზე სწავლობს. ჩვენ საბურთალოზე, ცინცაძის 85 ნომერში ვცხოვრობთ. ავარია ჩვენს კორპუსის სადარბაზოსთან ახლოს მოხდა. ზებრაზე გადმოდიოდა, როცა მანქანა დაეჯახა. მძღოლი ამბობს მე და ჩემი და ვიჯექითო და ვერ დავინახეთ, ზებრაზე რომ გადადიოდაო.
- როგორ გაიგეთ შემთხვევის შესახებ?
--შემთხვევა 4 მარტს, დაახლოებით 8 საათზე მოხდა.ჩემი და იყო ქვევით ჩასული და ველოდებოდი როდის ამოვიდოდა. ვურეკავდი და ტელეფონზე არ მპასუხობდა. როცა აივნიდან გადავიხედე პატრულის ხმა გავიგე. პატრულის მანქანები და სასრაფო დახმარების ბრიგდა ვნახე. საკაცეს ვუყურებდი, ნეტავ რა მოხდა-თქო, ვინ არის ცუდად-თქო. ვერაფერი ვნახე და სახლში შემოვედი. გავიფიქრე, ჩემი და ამ ამბავს უყურებს-თქო, რა ვიცოდი, თუ თვითონ შეემთხვა ეს უბედურება....მალე პოლიციამ დამირეკა და მითრა, რომ ჩემს დას მანქანა დაეჯახა. როგორც ჩანს, ტელეფონიდან ამოიკითხეს ჩემი ნომერი. მის სახელს და გვარს მეკითხებოდნენ. დედაჩემი სამუშაოდ თურქეთში იყო, ეს რომ მოხდა. გაიგო თუ არა ეგრევე ჩამოვიდა. აზრი არ ეკითხება, ამიტომ მე გესაუბრებით. მამა რვა წელია, რაც არ გვყავს.
- ახლა როგორია თქვენი დის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ოთხი დღე რეანიმინაციაში იწვა. თავში სისხლჩაქცევა და საჯდომი ძვლის მოტეხილობა აქვს, ასევე დაუზიანდა ღვიძლი და ელენთა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მუდმივი დაკვირვება სჭირდება, რომ ღვიძლიდან და ელენთიდან დენა არ დაიწყოს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვედზე
{{ArticleSplitCont}}
- ვინც დაეჯახა ლოლას მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, თქვენს დას ყურადღებას აქცევს?
- ჯერეჯერობით არაფერი საქმე არ აღძრულა, არც საჩივარი არ დაგვიწერია იმიტომ, რომ იმდენად გადართულები ვიყავით ლოლას ჯანმრთელობაზე რომ არც გვიკითხავს იმ გოგოს რა ბედია ეწია, ვინც ჩემს დას დაეჯახა. ჩვენთან კონტაქტი არ ჰქონია, კი თქვა , რომ ექიმს ვურეკავო, მაგრამ მათგან არანაირი მხარდაჭერა არ ყოფილა. იმ დროს, როცა ჩემი და ვნახე ექიმმა მითხრა რომ მსუბუქი დაზიანებებიაო, პოლიციასაც ეს ვუთრი, მაგრამ სავაადმყოფოში რომ მივედით, სულ სხვა სიტუციაში აღმოვჩნიდით. იქ გაირკვა, თუ როგორ რთულ მდგომარეობაში იყო ჩემი და. ამის შემდეგ გამომძიებელი არც მოსულა. საკმაოდ მოვითმინეთ და ვაპირებთ ვუჩივლოთ. ვინც დაეჯახა იმისი დედა ერთხელ მოვიდა, გაიგო მდგომარეობა და მას მერე არ მოსულა.
- მკურნალობის ხარჯებს ვინ ფარავს?
- რადგან სასწრაფომ გადაიყვანა რეანიმაციაში, სამი დღე ყველანაირი მომსახურება უფასო ჰქონდა. ჯერ არაფერი ვიცით, როგორი იქნება მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა. ელენთიდან, საიდანც სისხლი სდის, ელენთის გარე შრეს აქვს შეკავებული. შეიძლება სამი დღის მერე გასკდეს, ან ერთი კვირის შემდეგ, ამიტომ ყოველ ორ სათში ექოსკოპიაზე ჰყავთ. შეიძლება ოპერაციაც დასჭირდეს, მაგრამ არ ვიცით, ორგანიზმი რამდენად მზად იქნება ამისთვის.
რუსკა კილასონია