უახლესი ინფრომაცია თურქეთიდან გიორგი მახარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გიორგი მახარაძე დედასთან, თეო ჩივაძესთან ერთად ისევ თურქეთში გამეგზავრა. თბილისში ჩატარებული ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ, თურქ ექიმებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეეფასებინათ და მკურნალობის შეემდეგი ეტაპი დაეგეგმათ.
სულ რამდენიმე წუთის წინ, გიორგის დედამ, თურქეთიდან სასიამოვნო სიახლე საკუთარი ფესიბუქის გვერდით ამცნო საზოგადოებას:
„მადლობა უფალს, მკურნალობის შედეგი დადებითია... მადლობა ყველას“, - წერს თეო ჩივაძე და გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
მსახიობი თავადაც გამოეხმაურა საზოგადოებას და დაწერა:
"მოკლედ, მეგობრებო, დღეს იყო საბოლოო პასუხები, მკურნალობამ კარგად ჩაიარა, მეტი ქიმია აღარ დამინიშნეს. 3 თვეში გადასამოწმევბლად დამიბარეს და რაღაც პერიოდის განმავლობაში უნდა ვიყო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის. თქვენს გარეშე არაფერი გამოვიდოდა, მიყვარხართ".
თეკლა ჟვანია