პასუხი განათლების სამინისტროდან და ბაგა-ბაღების სააგენტოდან 2018 წლის 8 აპრილს ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საჯარო სკოლები წითელ პარასკევს, დიდ შაბათს, აღდგომის დღესასწაულს და მომდევნო ორშაბათს დაისვენებენ - ანუ სააღდგომო არდადეგები სკოლებში იქნება 6-9 აპრილს და 10-ში სწავლა დაიწყება. ამის შესახებ mshoblebi.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.
რაც შეეხება თბილისის ბაგა-ბაღების სააღდგომო განრიგს, ამ შემთხვევაშიც აღსაზრდელები პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით დაისვენებენ და სააღმზრდელო პროცესი სამშაბათს განახლდება.
რუსკა კილასონია