წამყვანი თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე გოგონას ელოდებიან წამყვანი თამუნა მუსერიძე უკვე 8 თვის ორსულია. ის და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე გოგონას ელოდებიან. ეს მათი პირველი საერთო შვილია - სანდროსაც და თამუნასაც ჰყავთ შვილები პირველი ქორწინებიდან.
პირველი ტრიმესტრი საკმაოდ რთული ჰქონდა. "თავიდან ვმალავდი ორსულობას, იმიტომ რომ მქონდა ჰემატომა, ტონუსი და ამიტომაც არ მსურდა საუბარი. ამის გამო საავადმყოფოშიც მოვხვდი. 4 თვე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში". ახლა თავს კარგდ გრძნობს, ხშირად ესწრება ივენთებს და სხვადასხვა ღონისძიებას. საკმაოდ აქტიური ორსულია. აღნიშნავს, რომ პირველ შვილზე არ ჰყოლია ძიძა და არც ახლა გეგმავს.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ ფოტოები
{{ArticleSplitCont}}