მსოფლიოში აღიარებული ცნობილი ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ყველაზე ნაყოფიერი თავისუფალი დროის აქტივობა ხელსაქმეა და სასურველია ამით ნებისმიერი ასაკის ადამიანი რეგულარულად დაკავდეს. მშობლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შეეძლოთ შვილებისთვის სასარგებლო თავისუფალი დროის აქტივობების შედგენა ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით. დღეს, რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს, მოზრდილები ძალიან დიდ დროს სწორედ სტრესულ გარემოში ატარებენ და დღის დანარჩენი ნაწილის განმავლობაში ელექტრონულ მოწყობილობებს ეჯაჭვებიან. ამ ყველაფრის გათვალიწინებით, საჭიროა მათ ადრეულ ასაკში შეაყვაროთ ისეთი საქმიანობები, რომლებიც მთელი ცხოვრება გამოადგებათ, თუნდაც თამაშ-თამაშით.
მსოფლიოში აღიარებული ცნობილი ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ყველაზე ნაყოფიერი თავისუფალი დროის აქტივობა ხელსაქმეა და სასურველია ამით ნებისმიერი ასაკის ადამიანი რეგულარულად დაკავდეს. გარდა იმისა, რომ ხელსაქმე ნებისყოფას, კონცენტრაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარს ავითარებს, თქვენს შვილებს დროის სწორად გადანაწილებაშიც დაემხარება და დროებით მაინც მოსწყვეტს ტელეფონების, პლანშტებისა თუ კომპიუტერების ეკრანებს.
ამ ძალიან ჯანსაღი ჰობის შეყვარების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე გადამყვეტი ნაწილი სწორი აქტივობის შერჩევაა, რომელიც ნამდვილად დააინტერესებს ბავშვს და მთელი მონდომებით ჩაითრევს. უნდა აღინიშნოს, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ხელნაკეთი ნივთების მოყვარულებს საქართველოში დიდი არჩევანი საერთოდ არ ჰქონდათ, შესაბამისად გასაგებია, რომ ბევრისთვის საქმიანობა მოსაწყენადაც ითვლება. დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. აი მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ხელსაქმის მასალების ბრენდის "Folia" პროდუქცია "ბიბლუსი გალერეაში" და დარწმუნდეთ, თუ რამდენად მრავალფეროვან, ამავდროულად საინტერესო გასართობებს იპოვით მთელი ოჯახისათვის.
ფირმა "Folia" ყველაზე თვალაჩინოდ წარმოაჩენს გერმანულ ხარისხს და მომხმარებელს ნივთების ძალიან ბევრ ვარიაციას სთავაზობს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აწყობა საკმაოდ მარტივი და სახალისოა, თან სერიოზულად ავითარების კოგნიტურ უნარებს. გარდა იმისა, რომ ბიჭებისთვის და გოგოებისთვის თანაბრადაა საინტერესო, ასაკობრივადაა დაყოფილი და ყველა მოძებნის თავისთვის მისაღებ ხელსაქმის ნაირსახეობას. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თუ აქამდე კონკრეტული ნივთის დასამზადებლად ბევრი მაღაზიის შემოვლა იყო საჭირო თითოეული დეტალის მოსაძებნად, "Folia"-ს შეფუთვებში ყველაფერია მოთავსებული და სასურველი შედეგის მიღებაც არ გადავადდება. ეს თავიდან აგარიდებთ მობეზრების ფაქტორს, რაც საკმაოდ ხშირია ბავშვებში, რომლებსაც მიზნის მიღწევისთვის დიდხანს ლოდინი უწევთ და საკმაოდ მალე ეცვლებათ სურვილები თუ ინტერესები.
საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა გაითვალისწინონ ის შესაძლებლობები, რომლებსაც მათ თანამედროვე ცხოვრება სთავაზობს და ეცადონ მაქსიმალურად კონცენტრირდნენ შვილებისთვის ისეთი ჰობის მოძებნაში, რომელიც მათ ყოველთვის გამოადგებათ. ხელნაკეთი ნივთების დამზადება ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმის, თუ როგორ უნდა აქციოთ საინტერესოდ თქვენი შვილების ყოველდღიურობა. ხელსაქმის მისაღები ვარიანტის აჩევაში კი "ბიბლუსი გალერეა" დაგეხმარებათ, სადაც პროფესიონალებისგან სრულიად უფასოდ შეგიძლიათ შეისწავლოთ ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა.