ვიდეო, თუ როგორ უკრავდა მაწანწალა ფორტეპიანოზე, მილიონობით ადამიანმა ნახა... ამ ვიდეომ დონალდის ცხოვრება შეცვალა დონალდ გულდი არის მაგალითი იმისა, როგორი უცნაურია ცხოვრება და მოულოდნელობებით სავსე, და რომ ადამიანი არასდროს კარგავს იმ შინაგან სიძლიერეს და სილამაზეს, რაც მას აქვს.
დონალდი ერთ დროს სამაგალითო მეოჯახე იყო. ჰყავდა მშვენიერი ცოლ-შვილი, სამხედრო მეზღვაურად მუშაობდა... მაგრამ ერთ დღესაც, ცოლი მოულოდნელად გარდაიცვალა... მას არ ეყო ძალა, ამ ტკივილს გამკლავებოდა და დეპრესიაში ცავარდა. დაიწყო სმა, გალოთდა, ჩამოართვეს მშობლის უფლებები და გააძევეს შეიარაღებული ძალებიდან. თანდათან სულ უფრო ფსკერისკენ წავიდა, დაკარგა სახლი და 15 წლის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა.
ამასობაში შვილიც გაიზარდა და დონალდმა სულ იცოდა, სად და როგორ იყო მისი შვილი, მაგრამ რცხვენოდა მასთან მიახლოებისაც კი, რადგან ჩვეულებრივ მაწანწალად იქცა...
ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. ფლორიდის ქალაქ სარასოტაში მუსიკალური ფესტივალი გაიმართა და ქუჩაში რამდენიმე ფორტეპიანო დადგეს, რომ ნებისმიერს შესძლებოდა მასზე დაკვრა. დონალდმა შემთხვევით გაიარა ამ დროს და ინსტრუმენტმა წარსული ბედნიერი ცხოვრება გაახსენა. დაჯდა და თავდავიწყებით დაიწყო დაკვრა. როგორც აღმოჩნდა, წლები უკრავდა მუსიკალურ ინსტრუმენტზე და სამხედრო ორკესტრის წევრიც იყო...
მაწანწალა პიანისტს შემთხვევითმა გამვლელმა გადაუღო ვიდეო და შემდეგ იუთუბზე ატვირთა. ორ დღეში ვიდეომ 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. დონალდის შესახებ მსოფლიომ გაიგო და ბევრმა გადაწყვიტამ დახმარებოდნენ. აქტივისტებმა სპეციალური ფონდი შექმნეს და სულ რამდენიმე დღეში 40 ათასი დოლარი შეაგროვეს. იპოვე დონალდი და შესთავაზეს, საქველმოქმედო კონცერტი ჩაეტარებინა.
დონალდის გაპარსეს, მოაწესრიგეს... თავიდან არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა.
იხილეთ ვიდეო
მაწანწალა ფორტეპიანოზე უკრავდა და გადაიღეს... ამ ამბავმა მისი ცხოვრება შეცვალა
სულ მალე მუშაობაც დაიწყო იტალიურ რესტორანში - მუსიკოსად, სარეაბილიტაციო ცენტრში დაიწყო სიარული, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან განიკურნოს და ეგ კი არა, გულისსწორიც კი იპოვა.
საზოგადოებაში დაბრუნების შემდეგ კი მთავარი ოცნებაც აისრულა - შვილი ნახა, უკვე 18 წლის.
ეს მართლაც საოცარი ამბავია. ყველა ადამიანი იმსახურებს კიდევ ერთ შანსს ცხოვრებაში...