" მამა რომ გავხდი, სამივეჯერ ძალიან მთვრალი ვიყავი და ვერ მივხვდი რამხელა რამ იყო..." ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ქართული ტელესერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონის დაწყებას მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდა. დაწყებისთანავე დიდი პოულარობა მოიპოვა სულიკო დარდიანიძემ, რომელიც საქართველოს პრეზდენტი გახდა... მსახიობი კახა გოგიძე თავის გმირზე, დასახულ მიზნებზე და ოჯახურ იდილიაზე გვესაუბრა...
- დღეს არსად არ ვარ შტატიანი თანამშრომელი... თავისუფალი თეატრის მსახიობი ვარ, ვთამაშობ ილიას უნივერსიტეტშიც და ვდგამ სპექტაკლებს. დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავრე 2008 წელს, დავიწყე სპექტაკლების დადგმა და ახლა უკვე 26-ე სპექტაკლს ვამთავრებ ახალცხეში. დავდგი ჭიათურაში, ქუთაისში, სენაკში, თელავში და ასე შემდეგ...
- ძალიან ბანალურად... ეკა მჟავანაძე არის ჩემი უსაყვარლესი არტისტი და მეგობარი. როგორც ვიცი, ეკას ეხება სერალის კასტინგი, მან დამირეკა და მითხრა, ამ როლზე შენ მოიაზრები და თუ შეგიძლია რაღაც კონკრეტული ტექსტი ჩაწერო და გამოგვიგზავნოო... ჩავწერე ტექსტი, გადავაგზავნე და სამხატვრო საბჭომ რომ განიხილა, როლზე დამამტკიცეს. რასაკვირველია, დიდი სურვილი მქონდა მეთამაშა ამ სერიალში, რომელიც ძალიან მაღალრეიტინგულია და ბევრი ნიჭიერი არტისტი თამაშობს. უნიჭიერესი და კარგი ადამიანები არიან ქეთი დევდარიანი და გიორგი ლიფონავა. არც მიფიქრია, შემოთავაზებულ წინადადებას იმდენად დიდი სიხარულით დავთანხმდი. მსახიობი ვარ და ყველა მსახიობისთვის პრორიტეტულია, პოპულარული იყოს, თუმცა ჩემთვის პოპულარობა მთავარი აღარ არის, ასაკიდან გამომდინარე...
გიორგი ლიფონვასთან ადრეც მქონდა შეხება, "კლინიკაში" მიღებდა და ვიცი, რამდენად საინტერესო შემოქმედია. ძალიან ბევრ რეჟისორს ვიცნობ და უკვე გარკვეული დასკვნების გაკეთებაც შემიძლია, ვინ რით გამოირჩევა. ლიფონავა ამდენი წლებია ამ სერიალს იღებს და არც დევდარიანს და არც ლიფონავას ფანტაზია არ ელევათ. რთულია წლების მანძილზე ერთი და იგივე საქმე აკეთო და ასე წარმატებულად! მეც ძალიან ბევრს ვსწავლობ მათგან.
- აბსოლუტურად ჩემთვის მიუღებელი საქციელების მქონე გმირს ვთამაშობ. არ მომწონს ასეთი მსუბუქი და ქარაფშუტა ადამიანები, მაგრამ ჩემი პროფესია მსახიობობაა და აუცილებელია ჩემი გმირის თვისებები შევისისხლხორცო და გავითავისო... მიყვარს ჩემი გმირი თავის ქარაფშუტული ქცევების მიუხედავად. მომღერალი კაცია, მსუბუქი, ხანდახან შეიძლება მსუბუქ ყოფა-ქცევასაც ავლენს, მაგრამ დიდი ძალაუფლება მოგეხსენებათ, ბევრ ადამიანს უბნევს თავ-გზას. ესეც არ არის გამონაკლისი და თავში აუვარდა.
- მე ჩემი პერსონაჟისგან განსხვავებით მგონია, რომ ცოტა უფრო მეტად ვფიქრობ და ამ ეტაპზე საოცრებაც რომ მოხდეს და საქართველოს პრეზიდენტობა შემომთავაზონ, შეიძლება გავიქცე. არტისტი ვარ, ემოციური ადამიანი და ემოციური ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის. პოლიტიკოსი როგორ შეიძლება გაბრაზდეს?! იტყვიან ხოლმე, ისიც ადამიანიაო, მაგრამ არა, გენაცვალე! როცა ქვეყნის სადავეები ხელში გიჭირავს, იქ ემოციების უფლება არ არის! მე რომ რაღაც პოსტი ჩამაბაროთ, რომ გავბრაზდე, შეიძლება იმდენი ვიგინო, კაცის ყურს რომ არ სმენია... ჯერჯერობით ასე ვფიქრობ, სერიოზულ პოსტზე ჩემი ადგილი არ არის, თუმცა – არასოდეს არ უნდა თქვა – არასოდეს! შეიძლება მერე ამივარდეს თავში და რეიგანობა მომინდეს... ჩემზე თუ მიდგა საქმე, პოლიტიკოსი გავხდე, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკოსი ამოწყვეტილა!
- უკვე ყოველი ფეხის ნაბიჯზე ღალატობს! ცოლი სადილს უმზადებს და ეს სხვა ქალებს ესაუბრება, სხვებთან ერთობა. ადამიანს როცა ასეთი სერიოზული თანამდებობა უჭირავს, ყოველმხრივ გაწონასწორებული უნდა იყოს. ამდენი ხალხი გიყურებს და მაგალითის მიმცემი უნდა იყო! ჩემი გმირი კი ცოლსაც ღალატობს, შვილებსაც... მგონია, რომ მერე გამოასწორებს თავის საქციელს. ამის დიდი იმედი მაქვს, რადგან არ მინდა შემჯავრდეს ჩემი გმირი.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და გაიცანით მსახიობის ოჯახი{{ArticleSplitCont}}
- დედა მსახიობია, სერიალიდან გემახსოვრებათ – გრიზელდას როლს თამაშობს... დედა, მამა, მეუღლე, შვილები მსახიობები არიან. ძაღლი და კატა მყავს და ისინიც იქაჩებიან თეატრისკენ. ჩემი მეუღლე გახლავთ ხათუნა ღუღუნიშვილი, მსახიობი, ჩემი ჯგუფელი... შვილები – იაკო გოგიძე მსახიობია, ნიკუშა გოგიძე მსახიობი და ლაზარე ჯერ ათი წლისაა, რომელსაც ძალიან მინდა, ხელოვნება შევაზიზღო. მსურს გამოვიდეს მეთუნუქე, ხარატი... აღარ მინდა ოჯახში ამდენი მსახიობი, რა უბედურებაა ეს! იყოს მღებავი, ან სხვა პროფესიის.
მოსწრებული ადამიანი ვარ და უკვე შვილიშვილიც მყავს! ჩემი ალექსანდრე პეტრიაშვილი, რომელზეც მზე და მთვარე ამომდის. ბაბუა რომ გავხდი, ჩემო კარგო, ერთ-ორად გავიზარდე საკუთარ თვალში. მივხვდი, რომ ხარისხი მომემატა. ამას მე ვგრძნობ, სხვამ კი არ იცის. შინაგანად შენი თავის პატივისცემა რომ გეუფლება, ეს ვიგრძენნი. კარგი რამ ყოფილა ბაბუა, პაპა... აღმოსავლელი ვარ და უფრო ხშირად პაპას ვამბობ.
- მამა რომ გავხდი, სამივეჯერ ძალიან მთვრალი ვიყავი და ვერ მივხვდი რამხელა რამ იყო. თან ძალიან ახალგაზრდაც - 20 წლის ვიყავი, პირველი შვილი რომ შემეძინა... ხომ იცით, ქართველი კაცი რომ 45 წლის ასაკში ხდება კაცი, უფრო სწორად, მოზარდი, ჩემზეა ეგ ნათქვამი. სანამ დედა მყავს, არ დავბერდები. დედაჩემს ვეუბნები, ღმერთმა დამიფაროს და შენ და მამას რომ რამე დაგემართოთ, მერე ვისთან ვიწუწუნო-მეთქი... მადლობა ღმერთს, უფროსი ძმა მყავს!
- სამართლიანები ვიყოთ და გეტყვით, რომ მე არ ვარ ოჯახის კაცი! ამაში სხვებიც დიდი სიხარულით და დამეთანხებიან. ჩემი სურვილით არ წავალ ბაზარში, მოვალ დატვირთული და აბა შვილო რა ჭამე, მამა გენაცვალოს-მეთქი... ალბათ ეგოისტიც გამოვდექი და არ არის ეს კარგი. ბავშვობიდან გამაფუჭეს და გამათამამეს... ვერც იმას ვიტყვი რომ კარიერისტი ვარ. ბევრჯერ მეტი რომ მომეთმინა, შეიძლება ახლა უფრო წინ ვყოფილიყავი. არაფრით განსხვავებული სხვისგან, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ! ერთი რამ ნამდვილად არის: რაც ჩანს იმ ყველაფრის უკან არის ჩემი ძალიან დიდი შრომა, ჩემი და ახლობელი ადამიანების შეწირული ნერვები... ახლაც კი ვსწავლობ. მესამედ ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში და ამჯერად კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ვსწავლობ. არასოდეს მსურს მიღწეული წარმატებით დავკმაყოფილდე! თვითკმაყოფილება მაშინებს! ერთხელ რომ მოვიგეთ დიდგორი და სულ ის ვიძახეთ, ამიტომაც დიდგორზე წინ ვეღარ წავედით ქართველები!
მანანა გაბრიჭიძე