"160 კილო ვიყავი და თავს საშინლად ვგრძნობდი" "ჩემი ცოლის დაქალების" პოპულარული გმირის სულიკო დარდიანიძის როლის შემსრულებელი კახა გოგიძე დღეს არაჩვეულებრივ ფორმაშია და რთული დასაჯერებელია, რომ ერთ დროს 160 კილოგრამს იწონიდა... თუ როგორ მოახერხა 78 კილოგრამის დაკლება ორჯერ, ამის შესახებ თავად ბატონი კახა გვესაუბრება...
- წონაში დაკლება თავდაპირველად დიეტით მოვახერხე. ათი წელი წონა მეჭირა, მაგრამ შემდეგ ისევ მოვიმატე. საერთოდ სტატისტიკა ასეთია, რომ ადამიანს რაც არ უნდა რკინის ნებისყოფა ჰქონდეს, მაინც იმატებს წონაში. შენარჩუნება შეუძლებელია იშვიათი გამონაკლისების გარდა. მეც 78 კილოგრამი დავიკელი, მაგრამ ათი წლის შემდეგ 68 კილო ისევ მოვიმატე. პირველად ელენე გიორგაძის დიეტით გავხდი. ძალიან მიყვარს ელენე გიორგაძე და მისი ყველა თანამშრომელი.
მიიღეთ 33%-მდე ფასდაკლება „ავერსის კლინიკის ფიტნეს ცენტრისგან / Aversi fitness„
წონაში ისევ რომ მოვიმატე, უკვე დიდი საშიშროება იყო ჩემი ფიზიკური ყოფნა-არყოფნის. 160 კილო ვიყავი და თავს საშინლად ვგრძნობდი. 160 კილო იმხელა წონაა, უკვე ერთი ქელეხის სამწვადეა. თან სიმაღლეში არ ვარ დიდი, სულ რაღაც 178 სანტიმეტრი გახლავართ. თბილისში არის ქირურგი – დავით აბულაძე, რომელიც სასწაულებს ახდენს. მას მივმართე და ქირურგიული ჩარევით დავიკელი. საბედნიეროდ, კარგი ეფექტი აქვს ძალიან! ცხოვრების წესიც შევცვალე. მოკლედ რომ ვთქვათ – თავი გადავირჩინე!
იხილეთ ასევე კახა გოგიძის ოჯახის წევრები და მისი გულახდილი ინტერვიუ - "მე არ ვარ ოჯახის კაცი!.." - ვინ არის სულიკო დარდიანიძე
მანანა გაბრიჭიძე