თურმე დიდად მომხრე არ იყო ამ სცენის გასაჯაროვების ირაკლი ალასანიასა და ნათია ფანჯიკის წყვილი ბებია და ბაბუა ძალიან ახალგაზრდა ასაკში გახდა. ახლახან ნათია ფანჯიკიძემ ვიდეო გაავრცელა, სადაც ირაკლი პატარა შვილიშვილთან ერთად თამაშობს. თურმე დიდად მომხრე არ იყო ამ სცენის გასაჯაროვების.
"ეს ვიდეო უნდა დავდოთქო, ალასას ვეუბნები და კაი რა, რა არის ეს ვიდეოების გამოდებაო, ვიდეოს თუ დებ, შემეცნებითი უნდა იყოს და აზრი უნდა ჰქონდესო, აი, ისეთი უნდა იყოს, მაგალითად, ბაბუა რომ შვილიშვილს ეკითხება, როგორაა ინგლისურად პრო...ი. და ის რომ პასუხობს, ფროუჩ, აი ეგაა ვიდეოო...
განა მის აზრს პატივს არ ვცემ, მაგრამ აშკარად ზრდილობისთვის ვკითხე, რადგან თვითონაა ამ ვიდეოში, თორემ ინგლისურის გაკვეთილები კი კარგია, მაგრამ მე ჩემი თინუსას "ადე-ადე" მირჩევნია, თანაც ეს დათუნა ცოცხალი ჰგონია და ყველაფრის მონაწილეს ხდის, თუ მასთან ერთად ვერ მოქმედებს, მაშინ "დათუ" ეძახის, მიყურეო" - წერს ნათია.
ირაკლი და ნათია ძალიან ადრე დაქოწინდნენ და 18 წლის ასაკში უკვე მშობლები იყვნენ. თავის დროზე ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ნათიას მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ, რომელზეც 18 წლის ირაკლი უფროს შვილის, ნიკოს აბანავებს.
ფოტოს ამდენი ემოცია, სავარაუდოდ, იმის გამოც მოჰყვა, რომ ირაკლი ძალიან ახალგაზრდაა და თავადაც ბავშვს ჰგავს.