ირმა ინაშვილის ქალიშვილმა სკოლა დაამთავრა - დეპუტატის ოჯახური ფოტოები ცნობილი ჟურნალისტისა და დეპუტატის ირმა ინაშვილის ქალიშვილმა ნინიმ სკოლა დაამთავრა. ამ ფაქტს ირმამ რამდენიმე პოსტი მიუძღნა და შვიულსა და მის თანატოლებს მომავალი დაულოცა:
"ყველაზე ბედნიერი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ლაღი, იმედებით სავსე პერიოდი - როცა სკოლას ამთავრებ. ჩვენც გვქონდა ბოლო ზარი. დაახლოებით ისეთივე, როგორიც თქვენ და თქვენს შვილებს. მგონია, რომ ეს თაობა ჩვენზე მეტს შეძლებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. წარმატებები ყველა ახალგაზრდას, ვინც ნაბიჯს დგამს ცხოვრებაში ახალი ეტაპისკენ..."
"18 წელი... წინ მთელი ცხოვრებაა. მინდა, ბევრად მსუბუქი, წარმატებული და ბედნიერი იყოს ჩვენი შვილებისთვის ეს მომავალი, ვიდრე ჩვენთვის იყო...."
როგორც იცით, ირმა ინაშვილს ჰყავს მეულე კახა კევლიშვილი და ქალ-ვაჟი - ნინი და დაჩი. დეპუტატის ოჯახური და ბავშვობის ფოტოები იხილეთ ფოტოგალერეაში