"ფერადკანიან გოგონას – მამის კანის ფერის გამო, მისმა თანაკლასელმა შეურაცხყოფა მიაყენა"
ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილიმა, მწერალმა რუსა ამირეჯიბმა 130-ე სკოლას სასამართლოში უჩივლა. რუსა ამირეჯიბსა და სკოლის პედაგოგებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მის ფერადკანიან გოგონას – მამის კანის ფერის გამო, მისმა თანაკლასელმა შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ რუსამ თავის დროზე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტიც გამოაქვეყნა, რომლიდანაც მცირე ამონარიდს გთავაზობთ:
"რა უბედურება გვჭირს ქართველებს? იმდენი ჭკუა არ გაქვს, რომ რასისტობა დავმალოთ, სულ ამას უნდა გავიძახოდე ამ ქვეყანაში, რომ ეს მსოფლიოში აღიარებული დაბალი დონის ტონია? 10 წელია დავბრუნდი და ერთადერთი, რასაც არ ვითმენ, არც მომითმენია არსად და არც მოვითმენ, რასისტობა და დისკრიმინაციაა. საქართველო - მოგმართავ - შეიგნე, რომ ნებისმიერ უმცირესობაზე ძალადობა ვერბალური თუ ფიზიკური - ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი დანაშაულია 21-ე საუკუნის, არ ხარ შენ არც გაეროს და არც ნატოს ღირსი, სანამ საკუთარი ქვეყნის შვილებს არ დაიცავ!“ - წერდა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში.
თავიდან სასამართლო პროცესი, რუსა ამირეჯიბსა და 130-ე სკოლის პედაგოგებს შორის, პედაგოგების სასარგებლოდ გადაწყდა, თუმცა მოგვიანებით მწერალმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და როგორც თვითონ აცნობა საზოგადოებას, სკოლას პროცესი მოუგო.
mshoblebi.ge-სთან საუბარში რუსა ამირეჯიბმა განაცხდა, რომ მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძის გადაწყვეტილებით, 130-ე სკოლას მიმი ჩინეკესთვის დისკრიმინაციის ფაქტით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა 1000 ლარის ოდენობით.
- ძალიან გაუხარდა, როგორც მას, ასევე მეც. ბოლოს ისეთი პირი უჩანდა, რომ უნდა მოგვეგო, მოსამართლე ეკატერინე ცირეკიძე უფრო ორიენტირებული იყო სკოლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე რასიზმის წინააღმდეგ, მოსამართლე ასმათ კოხრეიძესავით სხვა წვრილმან არამნიშვნელოვან დეტალებს არ გამოეკიდა, თუ როდის მითხრა მიმიმ მე პირველად, მე რა გავაკეთე და როგორ გავაკეთე... აქ საუბარი უნდა ყოფილიყო სკოლაზე, მან რა გააკეთა და როგორ გააკეთა. მე გაგებული მქონდა, რომ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეები სხვანაირად აზროვნებენ და ასეც გამოვიდა. ასევე მადლობას ვუხდი "საფარს", სოფო გოგიშვილს და ბაია პატარაიას დახმარებისთვის.
- მე-6 გერმანულ სკოლაში, იგივე 21-ე სკოლაში. მანამდე კერძო სკოლაში იყო, თუმცა მათი პროგრამა განსხვავდებოდა საჯარო სკოლის პროგრამებისგან და ამიტომ ისევ საჯაროში გადავიყვანე.
- მიმიმ სკოლა დაამთავრა, ატესტატი აიღო, ამ წუთას გერმანიაშია, დაბრუნდება უკან საქართველოში და ენის სწავლას და სკოლაში სიარულს აპირებს, შემდეგ სამსახიობოზე ჩაბარებას გეგმავს ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში. იქამდე კი ორი წელი გვაქვს წინ.
რუსკა კილასონია