გიჟური გრაფიკი გვქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა გაამართლა" "კარგი ქორწილი გამოგვივიდა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ერთ კვირაში მოვაგვარეთ ყველაფერი ლევანის ჩამოსვლიდან. გიჟური გრაფიკი გვქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა გაამართლა"... - ამბობს ლევან გორგაძის ძმა – ლაშა გორგაძე. მან სულ ახლახან ოჯახი შექმნა, თავისი ცხოვრება მაკო დევნოზაშვილს დაუკავშირა და ულამაზესი ქორწილი გადაიხადა, რომელსაც ტოჩინოშინი 7 თვე ელოდებოდა...
მისთვის უბედნიერეს დღეზე ლაშა გორგაძე თავად გვესაუბრა...
- ჩემი ძმა 7 თვე ელოდა ამ დღეს, ძალიან უნდოდა ქორწილს თავად დასწრებოდა. მოგეხსენებათ ყველაფერს მოკლებული იყო, თუ რამ სასიხარულო ხდებოდა ჩვენს ოჯახში. თავის ბავშვი პირველად აეროპორტში ნახა, როდესაც ჩამოვიდა... ჩემთვის წარმოუდგენელი სიხარული იყო, ჩემი ბედნიერების დღეს რომ ძმა გვერდით მყავდა.
- თვითონაც ხო მარ იყო ჩართული, თუ როგორი უნდა ყოფილიყო თქვენი ქორწილი?
- დიახ, ტრადიციული ქართული ქორწილი გვსურდა და ასეთიც გადავიხადეთ მცხეთაში. ქორწილს ძალიან გვილამაზებდა ანსამბლი "რუსთავი"... კარგი ქორწილი გამოგვივიდა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ერთ კვირაში მოვაგვარეთ ყველაფერი ლევანის ჩამოსვლიდან. გიჟური გრაფიკი გვქონდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა გაამართლა. დაათვალიერეთ ქორწილის ფოტოსლაიდერი
- ბავშვობიდან მოყოლებული განსაკუთრებული ძმობა გაქვთ, ძმის იმედი ყოველთვის გქონდათ?
- დიახ... ლევანი ძალიან თბილი ადამიანია, ძალიან მზრუნველი და ჩვენი ძმობაც მართლაც გამორჩეულია. სულ სამი წელია ჩვენს შორის განსხვავება, მაგრამ ბავშვობაში დიდივით მივლიდა... 15-16 წლის, რომ ვიყავი, მქონდა რაღაც ინციდენტები, ქუჩური გარჩევები და უფროსი ძმა სულ მეხმარებოდა. იმედიანად ვიყავი.
- თქვენ და თქვენმა მეუღლემ სად გაიცანით ერთმანეთი, როდის გადაწყვიტეთ დაოჯახება?
- სამი წლის წინ გავცანით ერთმანეთი ლევანის მეგობრის ქორწილში... თავიდან უფრო მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა, მაგრამ შემდეგ ავარიაში მოვყევი და უფრო დავახლოვდით. ჩემი მეუღლე ძალიან სათნო ადამიანია.
მანანა გაბრიჭიძე