გაამხილა, რა დარჩა გულში სანანებლად
პირველ ივლისს ლედი დი 57 წლის გახდებოდა. ბრიტანელები კი არა, მთელი მსოფლიო შეძრა 20 წლის წინ მომხდარმა ავტოავარიამ, როცა მილიონობით ადამიანის საყვარელი ლედი დი ტრაგიკულად გარდაიცვალა. მხოლოდ წლების გასვლის შემდეგ ალაპარაკდა ტრაგედიაზე კემბრიჯის ჰერცოგი და ისიც გაამხილა, რა დარჩა გულში სანანებლად. მან აღიარა რომ დიდი ხნის განმავლობაში ფსიქოთერაპევტს სტუმრობდა. ახლა, საკუთარ ჯანმრთელობაზე მზრუნველ, ბრიტანელებს პრინცი ურჩევს, არ უგულებელყონ სპეციალისტის რჩევები.
არასდროს იცი, რომელი საუბარი იქნება უკანასკნელი
უმცროსი პრინცი ახსენებს უკანასკნელ საუბარს დედასთან. იმ დროს მამასთან და ძმასთან ერთად შოტლანდიაში ბალმორალის სასახლეში იმყოფებოდა. ლედი დი - პარიზში. ბიჭებს ბიძაშვილებთან თამაში სურდათ და ჰარიმ სწრაფად დაასრულა საუბარი: "ნახვადის, მოგვიანებით შევხვდებით". ეს საუბარი მას არასდროს დაავიწყდება.
სასექსის ჰერცოგმა აღიარა: "არ მახსოვს, რაზე ვისაუბრეთ, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება რამდენად ხანმოკლე საუბარი გვქონდა. რომ მცოდნოდა, ეს ბოლო საუბარი იყო დედასთან, მას სრულიად სხვაგვარად წარვმართავდი. სრულიად სხვა თემებზე ველაპარაკებოდი დედას, რომ მცოდნოდა იმ ღამეს მისი სიცოცხლე დასრულდებოდა".
ჰარი და უილიამი ამბობენ, რომ მათი დედა ბავშვური იყო. არაფორმალურ ურთიერთობებს ანიჭებდა უპირატესობას და მისი გადამდები სიცილი დღემდე ახსოვთ. ლედი დი ბიჭებს ხანდახან უხერხულ მისალოც ბარათებს ჩუქნიდა, მაგრამ მათი სხვებისთვის ჩვენება ბიჭებს ერიდებოდათ.
მამის მხარდაჭერა
არავისთვისაა სიახლე, რომ ბრიტანელების უმეტესობას სძულს პრინცი ჩარლზი. მას ადანაშაულებენ, რომ დიანას გული მან დაუმსხვრია. სწორედ მისი ღალატის გამო მოყვა პრინცესა ავტოავარიაში.
მაგრამ ჰარისა და უილიამს კარგად ახსოვთ მამის მხარდაჭერა. "მამამ შეუძლებელი შეძლო, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ჩვენ ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებოდით".
სასექსის ჰერცოგმა გულახდილად აღიარა: "მშობლისთვის ყველაზე რთულია, ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნას, რომ მეორე მშობელი გარდაიცვალა. ის მარტო დარჩა და ცდილობს, შვილებს უსაფრთხოება შეუქმნას, მოუაროს მათ. მამამაც ძალიან განიცადა დედის სიკვდილი".
ლედი დის უკანასკნელი სიტყვები
ავარიიდან რამდენიმე წუთში, ავტომობილთან მეხანძრეების მივიდნენ. ერთ-ერთმა მაშველმა განაცხადა, რომ ქალი (მან არ იცოდა, ვინ იჯდა მანქანაში), ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მის გამხნევებას ცდილობდა. "მისი ხელი მეჭირა და ვცდილობდი, გამემხნევებინა, ვურჩევდი, სიმშვიდე შეენარჩუნებინა. მოულოდნელად მან მითხრა: "ღმერთო ჩემო, რა მოხდა?" შემდეგ გული გაუჩერდა. გულის მასაჟი გავუკეთე, და რამდენიმე წამში ისევ დაიწყო სუნთქვა..." მამაკაცმა არ იცოდა ლედი დის შინაგანი დაზიანებების შესახებ. საინფორმაციო გამოშვებიდან შეიტყო, ვის გადარჩენას ცდილობდა და რომ გარდაცვლილი მილიონობით ადამიანის საყვარელი ლედი დი იყო.
პრინცესას დაკრძალვას 3 მლნ ადამიანი დაესწრო. ყველგან ისმოდა ქვითინი. ადამიანები, რომლებიც პირადად არ იცნობდნენ ლედი დის მასთან დასამშვიდობებლად და უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად მივიდნენ. გულების დედოფალი, როგორც მას ხალხმა შეარქვა, 20 წლის წინ ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ იგი დღემდე ახსოვთ და მასზე მოგონებებს ვერაფერი წაშლი.