ხატია სიჭინავამ წლევანდელი ზაფხული მთლიანდ ბავშვებს მიუძღვნა ხატია სიჭინავამ წლევანდელი ზაფხული მთლიანად ბავშვებს მიუძღვნა, შეიძლება ითქვას, თავი გაწირა და შვილები კლასელებთან ერთად ეგვიპტეში წაიყვანა. ბავშვებისთვის ეს პირველი მოგზაურობა გახლდათ ქვეყნის ფარგელბს გარეთ. თუ რატომ იყო ეს ნაბიჯი ხატიას მხრიდან „თავგანწირვა“, ამას სამი შვილის დედასთან ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- ჩემი უფროსი შვილის, გაბრიელას კლასელების მშობლებმა ერთად გადავწყვიტეთ დასვენება. მოგზაურობა 2 თვით ადრე დავგეგმეთ, უფრო მეტნი უნდა წავსულიყავით, მაგრამ საბოლოოდ, სამნი გავემგზავრეთ 6 ბავშვით. მე პირველად წავედი შვილებთან ერთად საზღვარგარეთ დასასვენებლად. 2 თვით ადრე დავიწყე საკუთარი თავის ფსიქოლოგიურად შემზადება, რომ იქ მივდიოდი არა ჩემი დასვენებისთვის, არამედ ბავშვებისთვის, მათთვის უნდა დამეთმო მთელი დრო და ყურადღება, ისიც გავითვალისიწინე, რომ „ვალერიანები“ დამჭირდებოდა (იცინის). მოკლედ, წავედით, ეგვიპტეში ძალიან ცხელოდა, 55 გრადუსი იყო, მაგრამ იქ სხვანაირი ჰავაა და ასე მძაფრად არ იგრძნობა სიცხე, თან ზღვის პირას ხარ, გინდა ჩახტები და გაგრილდები, გინდა - ამოხვალ. შესაბამისად, უფრო ადვილად იტან ამ ტემპერატურას, ვიდრე ქალაქში ყოფნისას. ერთადერთი პრობლემა იყო ის, რომ ბავშვები არ დამწვარიყვნენ და მზის დარტყმა არ მიეღოთ, ამიტომ დავრბოდი კრემებით და ქუდებით ხელში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საკუთარ რუჯზე ლაპარკი კი არა, ფიქრიც ზედმეტი იყო, მიუხედავად ამისა, ამ სირბილში დამეწვა მხრები და მივიღე მესამე ხარისხის დამწვრობა. აქედან წაღებული მქონდა მთელი აფთიაქი, მაგრამ აღმონჩდა, რომ არ მქონდა დამწვრობის საწინააღმდეგო არანაირი საშუალება.
იქ საერთოდ ფული არ გეხარჯება, იმიტომ რომ „ოლ ინკლუზივია“ და თუ ბავშვების კაპრიზებს არ ჩავთვლით, ფული არ გჭირდება, მე კი, რაც ფული მქონდა წაღებული, თითქმის წამლებში დავხარჯე. თან ვერც გავაგებინე, რა მინდოდა, მერე მომცეს თავიანთი წამალი, რომელმაც, რა თქმა უნდა, არ მიშველა და ისე მტკიოდა მხრები ხელსაც ვერ ვიდები. რას ვიზამდი?! ეს მეათეხარისხოვანი იყო იმასთან შედარებით, რომ ყოველი დილა იწყებოდა ბავშვების თხოვნით, წავიდეთ აუზზე, ამ დამწვარი მხრებით მინდოდა, არ მინდოდა, მაინც დავდიოდი.. საბოლოო ჯამში, თვითონ ბავშვები არაჩვეულებრივი ემოციებით დაბრუნდნენ უკან, უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. იმდენად კარგი იყო, ვფიქრობ, მართლა შეიძლება, თავი გადადო იმისთვის, რომ ბავშვებს ასე ასიამოვნო. ჩემი შუათანა გოგო ისე გაშავდა, რომ ეგვიპტელი ეგონათ, მოანას ეძახდნენ, თან აფრიკული ნაწნავები გავუკეთე. იქვე დადიოდნენ ადამიანები, რომლებიც გთავაზობდნენ თმის დაწნას, ჰოდა დავაწნევინე, ყოველ დილით თმის დავარცხნის პროცედურა მაინც მქონდა აცილებული.
სასტუმროში ხომ ყველაფერი უფასოა, ჰოდა იჭყიპებოდნენ საბავშვო კოქტეილებით, მეც მთხოვდნენ გამესინჯა, მერე უნდოდათ გვესრიალა ატრაქციონებზე, არადა მე საბავშვო ატრაქციონებისაც კი მეშინია, მაგრამ იძლებული ხარ აჰყვე და დაუჯერო, რადგან მათთვის ხარ იქ წასული. მე ძალიან მშიშარა ვარ, რამე არ დაარტყათ, რამე არ იტკინოთ-თქო - სულ ამას ვყვიროდი. სამ დღეში მივხვდი, რომ მარტო ჩემი ხმა ისმოდა და თავი უნდა შემეკავებინა, ჩემი შვილების სახელები ეგვიპტელებმა ზეპირად იცოდნენ, ანიმატორები პირდაპირ სახელებით მიმართავდნენ. (იცინის)
იყო შემთხვევა, როცა საფრანგეთში მეგობრებთან ერთად წავედით, მაგრამ ერთი დღე მაინც „გავძვერით“ მარტოები. დავჯექით ოპერის წინ, სადაც უამრავი ხალხი იყრის თავს, იქვე ქუჩის მომღერალი მღეროდა და უცებ რამაზი მეუბნება, მიდი, გეხვეწები იმღერეო.. ამ ოპერაში მაინც ვერასდროს ვიმღერებ და მოდი ოპერასთან მაინც გავბედავ-თქოვ, - ვუთხარი და მივუჯექი იმ მუსიკოსს გვერდით, მან კი მითხრა შენს ენაზე იმღერეო, წარმოიდგინე „სულიკოს“ ქართულად ვმღეროდი საფრანგეთში ოპერის წინ (იცინის) ამას იმიტომ გიყვები, რომ მიხვდე, არანაირი შეზღუდვა არ მაქვს მასთან, მინდა ვიცეკვებ, მინდა ვიმღერებ, თვითონაც ამყვება და კარგად ერთობა ჩემთან. არ მგონია, რომ ოდესმე დადგეს მომენტი, როცა მის გარეშე მომინდება სადმე წასვლა, თუმცა თავად მას, მივლინებით უწევს ხოლმე საზღვარგარეთ წასვლა და თუ, ზემოთხსენებული პაუზა საჭიროა ურთერთობაში, ესეც გვაქვს ძალაუნებურად. მხოლოდ ცოლ-ქმარმა კი არა, მამამაც უნდა დაისვენოს ბავშვებთან ერთად. ოჯახური დასვენება ბევრს ნიშნავს, აუცილებელია. ბავშვები რომ გაიზრდებიან, მათ მოგონებებში ყველა ერთად უნდა იყოს, დედაც და მამაც. სანამ პატარები არიან, მაქსიმალურად უნდა მიაწოდო ის ენერგეტიკა, რაც დედ-მამისგან უნდა ჰქონდეს და ახსოვდეს, ამიტომ ოჯახური დასვენება უფრო დიდი მნიშვენლობისაა, ვიდრე ცალ-ცალკე. მე მაგალითად, ვერ ვიტყვი, რომ ცალკე დროის ტარებას მონატრებული ვარ, ვიყავი 30 წელი მარტო, ასე რომ ამოწურული მაქვს„ ლიმიტი“ და ახლა მასთან ერთად ბევრად უფრო მსიამოვნებს.
ციცი ომანიძე