სუხიშვილების ყოფილი სოლისტის ვაჟის ქორწილმა ინტერნეტსივრცე აღაფრთოვანა ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში გავრცელდა სუხიშვილების ყოფილი სოლისტის – თამაზ ციციაშვილის შვილის ქორწილის ულამაზესი კადრები, რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია... ქორწილის შესახებ თავად თამაზ ციციაშვილი თელ-ავივიდან გვესაუბრა, მანამდე კი აღფღთოვანება ჯამლეთ ხუხაშვილმა გაგვიზიარა...
ჯამლეტ ხუხაშვილი:
- თამაზ ციციაშვილი ჩემი ბიძაშვილი გახლავთ, რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს. ქართული ცეკვების ანსამბლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ისრაელში და ძალიან დიდი პატრიოტი საქართველოსი... ძალიან გაგვახარა მისი შვილის ბედნიერებამ. იმდენად ულამაზესი ქორწილი იყო, ვიდეოებს ხშირად ვაზიარებ, ყველამ რომ ნახოს... საოცარი სანახავია, ყველა როგორ ცეკვავდა ქართულს, სასწაული იყო!
იხილეთ ვიდეო
თამაზ ციციაშვილის ვაჟის ქორწილი თელ-ავივში
თამაზ ციციაშვილი:
- ჩემს ვაჟს ძალიან უყვარს საქართველო და ულამაზესი კლიპიც გადაიღო საქართველოზე... ისრაელში მთელი ოჯახი ქართულ სამსახურში ვართ. აქ ცეკვის ანსამბლი გვაქვს და უკვე სამ ქალაქში - ფილიალები. პატარაობიდან ვასწავლით ბავშვებს ქართულ ცეკვებს... რაც შეეხება ჩემი ვაჟის ბედნიერებას, კიდევ ერთი ლამაზი ოჯახი შეიქმნა. ჩვენი რძალიც ქართველი-ებრაელია, პროფესიონალი ბალერინაა. ქორწილი თელ-ავივში გავმართეთ და ყველაფრის ორგანიზატრი თავად გახლდით. 900 სტუმარი გვყავდა, მათ შორის საპატიო სტუმრები საქართველოდან...
- ულამაზესია სადედოფლო კაბა, ბრენდს თუ გაგვიმხელთ?
- დიახ, სიამოვნებით... კაბა ქართულია, საგანგებოდ "მარიონელას" შექმნილი კაბაა.
- ქორწილში თითქმის სულ ქართული ცეკვებია...
- რასაკვირველია, ასე იყო, რადგან ქართულ ანსამბლს წარმოვადგენთ... თვითონაც შეასრულეს ქართული ცეკვები და ანსამბლის წევრებმაც.
- ძალიან მდიდრული ქორწილი ჩანს და ხო მარ გაგვანდობთ რა დაჯდა?
- ქორწილი მდიდრული იყო, მაგრამ ძალიან ძვირი არ დამჯდარა... აქ ქირით ვცხოვრობ, მაგრამ როდესაც შვილის ბედნიერებაზეა საქმე, იქ ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს!
- კიდევ რამდენი შვილი გყავთ?
- კიდევ ორი შვილი მყავს... ერთი ვაჟი საქართველოშია და 16 წლისაა. გოგონა ჯერ მხოლოდ ექვსი წლისაა...
იხილეთ თამაზ ციციაშვილის ვაჟის მიერ გადაღებული ვიდეოკლიპი საქართველოზე
თამაზ ციციაშვილის ვაჟის ვიდეო საქართველოზე
მანანა გაბრიჭიძე