"ორი დღე ფეხშიშველი დავდიოდი და ისე ვეძებდი შვილს"
10 ივლისს დაკარგული 15 წლის სანდრო მახათაძე, პოლიციამ თბილისში იპოვა და კასპის რაიონში, ოჯახში დააბრუნა.
"ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი შვილი უვნებელი დამიბრუნდა. ორი დღე ფეხშიშველი დავდიოდი და ისე ვეძებდი შვილს. მინდა ყველას გულითადი მადლობა მოგიხადოთ თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საპატრულო პოლიციას და ყველა იმ ადამიანს ვინ მონაწილეობას იღებდა ჩემის შვილის ძებნაში. ჯერ ისევ პოლიციის შენობაში ვარ. სიხარულით სიტყვებს თავს ვერ ვუყრი“, განაცხადა mshoblebi.ge-სთან საუბრისას მოზარდის დედამ.
მოზარდს მშობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მერი ბლიაძე