ვინ არიან ყველაზე მზრუნველი მშობლები
ჰოროსკოპი თავისებურ გავლენას ახდენს ოჯახურ ურთიერთობებზე. მათ შორის დედა-შვილის ურთიერთდამოკიდებულებაზეც. რას მეტყველებენ ოჯახური ურთიერთობების შესახებ ზოდიაქოს ნიშნები - ამ თემაზე mshoblebi.ge-ს კითხვებს ასტროლოგი სოფია ბზეკელავა პასუხობს.
- რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მშობლები არიან: მკაცრები, ატორიტარულები, ლიბერალები, დემოკრატები, წარმატებულები და წარუმატებლები?
- ასე ერთმნიშვნელოვნად და გადაჭრით საუბარი გამიჭირდება. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის პირად ჰოროსკოპზე, ბავშვობის ტრავმებზე რომელიც მას აქვს მიღებული და ა.შ ზოგადად დიქტატორები უფრო ლომი და მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული მშობლები არიან. ტირანები და ავტორიტეტულები თხის რქები, ლიბერალები მერწყულები და ტყუპები, წარმატების ხარისხს კი მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნით ვერ განვსაზღვრავთ.
- ზოდიაქოს გავლენა პატარებს ჩვილობიდანვე ეტყობათ? შეიძლება ამით იყოს გამოწვეული ჭირვეულობა ან პირიქით, სრული სიმშვიდე? რომელია ეს ნიშნები?
- გააჩნია ისევ და ისევ პირად ჰოროკოპს. თუმცა უფრო ჭირვებულები როგორც წესი, კირჩხიბის და სასწორის ნიშნის ქვეშ დააბდებული ბავშვები არიან. შედარებით მშვიდებად კი კუროები და თევზები გვევლინებიან.
- ზოდიაქოს რომელი ნიშნების წყვილია ყველაზე შეუთავსებელი ან განსაკუთრებით ჰარმონიული დედა-შვილი?
- რთული წყვილია თხის რქა და სასწორი, მორიელი და ლომი, ვერძი და თხის რქა. იგივე კომბინაცია შეიძლება განვიხილოთ დედა-შვილის შემთხვევაში.
- რომელი ნიშნით დაბადებულ ბავშვებს აქვთ ყველაზე რთული და მეამბოხე ხასიათი?
- ვერძებს, ლომებს, მშვილდოსნებს და მორიელებს.
- რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული წყვილები არიან საუკეთესო და მზრუნველი მშობლები?
- ერთი და იგივე სტიქიის ხალხი ჰარმონიულ ოჯახს ქმნის. მაგალითად ლომი და ვერძი. კურო და ქალწული, თევზები და მორიელი და ა.შ
- რომელი ზოდიაქო ნიშნის ქვეშ დაბადებული მშობლები არიან შვილებთან ურთიერთობისას ყველაზე კონფლიქტურები?
- ლომი, თხის რქა, მორიელი და ვერძი.
- რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ბავშვების მართვა უადვილდებათ, ან ურთულდებათ ყველაზე მეტად მშობლებს?
- რთულია ვერძების, ლომების, მშვილდოსნების და მორიელების ნიშნის ქვეშ დაბადებული ბავშვების მართვა. რაც შეეხება ქალწულის კირჩხიბის და თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ბავშვებს, მათ ადვილად მართავენ მშობლები.
- რძალ-დედამთილის რომელი წყვილია ყველაზე კონფლიქტური, ჰარმონიული?
- დიდი ალბათობით ეს ნიშნები არიან: ვერძი და კირჩხიბი, მორიელი და მერწყული, ლომი და კურო. შედარებით ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ ვერძი-მერწყული, ტყუპი-სასწორი, ლომი- მშვილდოსანის ნიშნის ქვეშ დაბადებულ რძალ-დედამთილებს.
რუსკა კილასონია
წაიკითხეთ ასევე:
რისი ნიჭი აქვს ბავშვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
TOP სამი ყველაზე მეგობრული დედა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ბავშვებს სჭირდებათ მშობლებისგან განსაკუთრებული წახალისება