"გარდაცვალებამდე თავისი შვილის ნახვა მოასწრო... თვითონ უთხრა ექიმებს, ცუდად ვარო" - რა გახდა სინამდვილეში მშობიარის გარდაცვალების მიზეზი რა გახდა ახალგაზრდა ქალის - 35 წლის ნატალია აბრამიშვილის მშობიარობის შემდეგ გარდაცვალების მიზეზი, ამას რეგულირების სააგენტო შეისწავლის. უწყება სამშობიარო სახლ "ნინოსა" და ღუდუშაურის კლინიკაში შესვლას გეგმავს… (იხილეთ სტატია - "მერამდენე ქალი უნდა გაიწიროს ამ სამშობიაროში?" - თბილისის კერძო კლინიკაში 35 წლის მშობიარე გარდაიცვალა).
mshoblebi.ge-სთან საუბრისას, ნატალიას ახლობლები მშობიარის გარდაცვალებას კლინიკის დაუდევრობას უკავშირებენ... ოჯახის ახლობელი ექსკლუზიურად გვესაუბრა მომხდარის შესახებ. მან გასაგები მიზეზების გამო ანონიმურად დარჩენა არჩია.
- ეს დღეები სულ სამშობიაროში ვარ და თავად ვიცი, რა როგორ იყო... ქალბატონი ნინო კაკულია რომ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს, ეს არის ყველაზე აუტანელი! აცხადებს, სტაბილური მდგომარეობა იყო, ღუდუშაურის კლინიკაში რომ გადაიყვანეს და იქ რა დაემართა, ჩვენ არ ვიცითო... მშობიარე სტაბილურ მდგომარეობაში კი არა, სისხლისგან დაცლილი შეიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში! ყველაზე მეტად მაგიჟებს, რომ მესმის, მშობიარე ახლობლებს გადაეყვანათ, თუ ასე მძიმედ იყოო... საღ-სალამათი გოგო ჯერ მშობიარობას არ ელოდებოდა, უბრალოდ ბოლო კონსულტაციაზე მივიდა. ალბათ შეეშინდათ, სხვაგან არ იმშობიაროსო და შეაშინეს, ბავშვი ძალიან დიდია და სასწრაფოდ უნდა გამშობიაროთო. ამ დროს ბავშვი ჩვეულებრივ, ნორმალური წონისაა... სასწრაფოდ გაუკეთეს დამაჩქარებლები. გახსნაც კი არ იყო დაწყებული, ერთ თითზეც არ იყო გახსნილი, ისე დაუწყეს ძალით მშობიარობა... მეან-გინეკოლოგი ნინო კაკულიას შვილი იყო. წყლები ხომ უნდა დაეღვარა და ეტყობა ძალით გაუხეთქეს ბუშტი და მაგ დროს გაიხა საშვილოსნოს უკანა კედელი.
ბავშვი დაიბადა, ნატალიამ ნახა კიდეც, ჭამა და მერე თავი ცუდად იგრძნო... უთხრეს, ჩვეულებრივი ამბავიაო და როცა გონება დაკარგა, მაშინ გაუზომეს წნევვა. ძალიან დაბალი წნევა ჰქონდა და ეჭვიც არ გასჩენიათ, მშობიარეს სადმე სისხლდენა ხომ არ ჰქონდა, რომ შეემოწმებინათ. გლუკოზა გადაუსხეს, ამის ფონზე აუწიეს წნევა და გოგო გონზე მოვიდა, თავად უთხრა ექიმებს, ცუდად ვარო... ისევ გაუმეორეს, განსაკუთრებული არაფერიაო და ისევ გლუკოზა გადაუსხეს... სანამ გარედენა არ დაეწყო, მანამდე აზრად არ მოსვლიათ, რომ გოგოს შინაგანი სისხლდენა ჰქონდა. კლინიკას არ ჰყოლია სპეცალისტი, სისხლდენა რომ დაიწყო, შეეყვანათ და საშვილოსნო ამოეღოთ. ამით მშობიარეს გადაარჩენდნენ! შემდეგ კატასტროფის ბრიგადა რომ გამოეძახათ, სისხლით მოვიდოდნენ და ადგილზე უშველიდნენ, მაგრამ ჩვეულებრივი სასწრაფო გამოიძახეს, რომელსაც ნახევარი საათი დააგვიანდა... საწყალი გოგო თვითონ კითხულობდა, სასწრაფო როდის მოვა, ძალიან ცუდად ვარო...
რომ შეიყვანეს ღუდუშაურში, უკვე მიმღებში გაუჩერდა ნატალიას გული და წვეთი სისხლი აღარ ჰქონდა... დაგვეღუპა გოგო და გამოვიდა ნინო კაკულია და პირველი კომენტარი მისი ასეთი იყო, რომ ეს ჩვეულებრივი რამეა კლინიკაში, ყველგან ეღუპებათ მშობარეო... პირველი შვილი ჰყავს ნატალიას, ხუთი წლის გოგონა, რომელიც ყოველგვარი პრობლემების გარეშე გააჩინა და ახლაც სრულიად ჯანმრთელი იყო. ძალიათ ამშობიარეს და მერე პასუხიმსგებლობაც არ ეყოთ ნორმალურად მიეხედათ!
ღუდუშაურის კლინიკაში ოფიციალურად განმარტეს პაციენტის გარდაცვალების მიზეზი:
- შპს "ნინოდან" ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა გადმოყვანილი, შემოსვლისას დაისვა დიაგნოზი - ფარული სისხლდენა, ჰემორაგიული შოკი. შემოსვლიდან 8 წუთში პაციენტი საოპერაციო ბლოკში აიყვანეს, ჩატარდა ოპერაცია, ინტრაოპერაციულად მუცლის ღრუში აღმოჩნდა დაახლოებით 4 ლიტრამდე სისხლი, მშობიარობის შედეგად გამოწვეული საშვილოსნოს გახევა. ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მასიური სისხლის დანაკარგის გამო, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო, პაციენტი გარდაიცვალა.
მანანა გაბრიჭიძე
ra gaxda sinamdvileSi mSobiares gardacvalebis mizezi – eqskluziuri detalebi ojaxis axloblisgan
რა გახდა ახალგაზრდა ქალის - Nnatalia abramiSvilis მშობიარობის შემდეგ გარდაცვალების მიზეზი, ამას რეგულირების სააგენტო შეისწავლის. უწყება სამშობიარო სახლ „ნინოსა“ და ღუდუშაურის კლინიკაში შესვლას გეგმავს…
OmSobiaris axloblebi mSobiares gardacvalebas klinikis daudevrobas ukavSireben... ojaxis axlobeli eqskluziurad gvesaubra momxdaris Sesaxeb. man gasagebi mizezebis gamo anonimurad darCena arCia.
_ es dReebis sul samSobiaroSi var da Tavad vici ra rogor iyo... qalbatoni nino kakulia rom pasuxismgeblobis Tavidan aridebas cdilobs, es aris yvelaze autaneli! acxadebs stabiluri mdgomareoba iyo RuduSauris klinikaSi rom gadaiyvanes da iq ra daemarTa, Cven ar viciTo... mSobiare stabilur mdgomareobaSi ki ara, sisxlisgan daclili Seiyvanes RuduSauris klinikaSi! yvelaze metad magiJebs, rom mesmis, mSobiare axloblebs gadaeyvanaT, Tu ase mZimed iyoo... saR-salamaTi gogo jer mSobiarobas ar elodeboda, ubralod bolo konsultaciaze mivida. albaT SeeSindaT sxvagan ar imSobiaroso da SeaSines, bavSvi Zalian didia da saswrafod unda gamSobiaroTo. Aam dros bavSvi Cveulebriv, normaluri wonisaa... saswrafod gaukeTes damaCqareblebi. gaxsnac ki ar iyo dawyebuli, erT TiTzec ar iyo gaxsnili, ise dauwyes ZaliT mSobiaroba... mean-ginekologi nino kakulias Svili iyo. wylebi xom unda daeRvara da etyoba ZaliT gauxeTqes busti da mag dros gaixa saSvilosnos ukana kedeli. bavSvi daibada, nataliam naxa kidec, Wama da mere Tavi cudad igrZno... uTxres Cveulebrivi ambaviao da roca goneba dakarga, maSin gauzomes wnevva. Zalian dabali wneva hqonda da eWvic ar gasCeniaT mSobiares sadme sisxldena xom ar hqonda, rom SeemowmebinaT. glukoza gadausxes, amis fonze auwies wneva da gogo gonze movida, Tavad uTxra eqimebs cudad varo... isev gaumeores gansakuTrebuli araferiao da isev glukoza gadausxes... sanam garedena ar daewyo, manamde azrad ar mosvliaT, rom gogos Sinagani sisxldena hqonda. klinikas ar hyolia specalisti, sisxldena rom daiwyo, SeeyvanaT da saSvilosno amoeRoT. amiT mSobiares gadaarCendnen! Semdeg katastrofis brigada rom gamoeZaxaT, sisxliT movidodnen da adgilze uSvelidnen, magram Cveulebrivi saswrafo gamoiZaxes, romelsac naxevari saaTi daagvianda... sawyali gogo TviTon kiTxulobda saswrafo rodis mova, Zalian cudad varo... rom Seiyvanes RuduSaurSi, ukve mimRebSi gauCerda natalias guli da wveTi sisxli aRar hqonda... dagveRupa gogo da gamovida nino kakulia da pirveli komentari misi asseTi iyo, rom es Cveulebrivi ramea klinikaSi, yvelgan eRupebaT mSobareo... pirveli Svili hyavs natalias, xuTi wlis gogona, romelic yovelgvari problemebis gareSe gaaCina da axlac sruliad janmrTeli iyo. ZaliaT amSobiares da mere pasuximsgeblobac ar eyoT normalurad miexedaT! gavrcelebuli xmebis mixedviT nino kakulia saerTod cnobili iyo rogorc abortebis specialisti da Semdeg moindoma samSobiaro saxlis gaxsna. isic Tqves abortzec semoakvda qalbatoni da wlebis winamis gamo cixeSic ijdao...
ღუდუშაურის კლინიკაში ოფიციალურად განმარტეს პაციენტის გარდაცვალების მიზეზი,.
„შპს “ნინოდან” ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა გადმოყვანილი, შემოსვლისას დაისვა დიაგნოზი - ფარული სისხლდენა, ჰემორაგიული შოკი. შემოსვლიდან 8 წუთში პაციენტი საოპერაციო ბლოკში აიყვანეს, ჩატარდა ოპერაცია, ინტრაოპერაციულად მუცლის ღრუში აღმოჩნდა დაახლოებით 4 ლიტრამდე სისხლი, მშობიარობის შედეგად გამოწვეული საშვილოსნოს გახევა. ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მასიური სისხლის დანაკარგის გამო, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო, პაციენტი გარდაიცვალა.
Mmanana gabriWiZe