ირადად ყველასთვის მიმიტევებია და დროა დაფიქრდეთ “ხარისხის არხის” წამყვანის დავით გიორგობიანის მიერ მის გადაცემაში წაკითხული ამონარიდი, რომელიც "ავადმყოფ ბავშვებს" ეხებოდა, საზოგადოების საფუძვლიანი აღშფოთების მიზეზი გახდა. ის დასნეულებულ პატარებს “ავადმყოფ ბავშვებად” მოიხსენიებდა და აღნიშნავდა, რომ ისინი მშობლებმა საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ უნდა ატარონ…
ძალიან ბევრმა ადამიანმა საჯაროდ მიმართა გადაცემის წამყვანს და "ფაშისტური აზრების" გამო ბოდიშის მოხდა სთხოვა. დღეს წამყვანმა სოციალურ ქსელში გააკეთა კომენტარი და გადაცემის სრული ვერსიაც განათავსა:
"ჩვენი გადაცემის ''დასაბამიდან სასუფევლამდე" მტრებმა გაავრცელეს მორიგი მოკლე ვიდეო, რომელიც ამოჭრეს ჩვენი გადაცემიდან და ატყდა ერთი ამბავი, რადგან კონტექსტიდან არის ამოჭრილი და არცაა ნახსენები, რომ ტექსტი ეკუთვნის წმინდა პაისი ათონელ აღმსარებელს და წავიდა ჩემი ლანძღვა და გინება და მოითხოვენ, რომ ბოდიში მოვიხადო საჯაროდ და რომ ვარ ფაშისტი და ბავშვების მტერი და ისიც, ვინც ეს ტექსტი დაწერა თურმე. ახლა აქ ვდებ სრულ ვიდეოვერსიას და იქით მოვუწოდებ ყველა მაგინებელს და დამმუქრებელს, რომ მოინანიონ ღირსი მამის პაისი ათონელის და უფლის წინაშე. პირადად ყველასთვის მიმიტევებია და დროა დაფიქრდეთ, თუ რატომ ვეღარ არჩევთ თეთრს შავისაგან, აბა, ანტიქრისტეს როგორღა მიხვდებით, ვინაა, ის ვერ გაგირჩევიათ, წმინდანი ვინაა და რომ არ უნდა ლანძღავდეთ?"
ასევე იხილეთ: