მსახიობს ინტერვიუებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ბავშვობიდან პუტკუნა იყო და ძალიან ბევრჯერ დაუცავს დიეტა კომედი გრუპის მსახიობი თათია სულუაშვილი თაყვანისმცემლები წინაშე ახალი ფოტოებითა და დაკლებული კილოგრამებით წარსდგა.
"მეგობრებო, ბედნიერი ვარ, რომ მივაგენი ჩემთვის ყველაზე კომფორტულ, წონაში დაკლების მეთოდს. თვენახევარში -10კგ, გარშემოწერილობა -16სმ. მადლობა ჩემს პირად ტრენერს" - წერს თათია და ამის დასადასტურებლად უახლეს ფოტოებს აქვეყნებს.
მსახიობს ინტერვიუებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ბავშვობიდან პუტკუნა იყო და ძალიან ბევრჯერ დაუცავს დიეტა.
"მიშიმშილია, წამსვლია გული და დამიკლია, მაგრამ ცოტა ხანში უფრო მეტი მომიმატებია. ამიტომ, შევიმუშავე სწორი კვების რეჟიმი და ამით დავიკელი 12 კილო. მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, აქტიურად დავიწყე სწორი კვება. სამშობიაროში შევედი 90 კილო, გამოვედი 86 და სარკესთან რომ დავდექი, დავინახე იქიდან მიყურებდა ფუმფულა ქალი, მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა ცხოვრებაში, ოღონდ, არა დიეტით. ისე ავიღე სტარტი, აღარ გავჩერდები. ყურმოკრული და სამეგობრო წრეში გაგონილი დიეტებით ვერაფერს მიაღწევთ... რაც უფრო ნელა იკლებ, მით მეტად ინარჩუნებ წონას" - აცხადებდა თათია ერთ-ერთი ინტერვიუში.