"ძალიან დიდ წინააღმდეგობას მიწევდა ჩემი მეუღლე. ამბობდა, შვილი გაუნათლებელი დაგვრჩებაო" ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მსოფლიოს უძლიერეს სპორტსმენთან, რაფაელ ნადალთან ღირსეული დაპირისპირების შემდეგ, მისი გულშემატკივრების რიცხი დღითიდღე მატულობს. თუ რა გზა გაიარა მან ბავშვობიდან წარმატებულ კარიერამდე, ამის შესახებ mshoblebi.ge- ს ექსკლუზიურ ინტერვიუში ნიკოლოზის მამა, ნოდარ ბასილაშვილი ესაუბრება:
ნახეთ ვიდეო, ვინ არიან ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრები
ვინ არიან ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრები
- როგორ გაიხსენებთ ნიკოლოზის ბავშვობის წლებს? როგორი მოსწავლე იყო?
- მე და ჩემს მეუღლეს ოჯახში გვქონდა კამათი, თუ ვინ უნდა გამოსულიყო ნიკოლოზი. ნატალიას უნდოდა, რომ ბავშვი სწავლით დაკავებულიყო, რადგან ძალიან ნიჭიერი იყო. ძალიან კარგად სწავლობდა. ინგლისური კარგად იცოდა და დამოუკიდებლად ისწავლა რუსული. მე კი ვუმტკიცებდი, რომ ჩოგბურთი მას მოუტანდა წარმატებას და გახდებოდა სახელოვანი. ბოლოს და ბოლოს დავარწმუნე ჩემი მეუღლე, რომ ნიკოლოზი სპორტის ამ სახეობას გაჰყოლოდა. 12 წლამდე აქ ვავარჯიშებდი, შემდეგ კი ამერიკაში წავიყვანე და სხვადასხვა შტატში დამყავდა ტურნირებზე. 14 წლამდე მე და ნიკა ინდივიდუალურად დავდიოდით, მერე გამოჩდა სპონსორი და გორინის აკადემიაში დაგვპატიჟეს, სადაც 3-4 წელი დავყავით. შემდეგ ისევ ინდივიდუალურად დავიწყეთ ვარჯიშები.
- ვეუბნები, რომ ჩემმა გათვლამ გაამართლა. ნიკოლოზი ყველაფერთან ერთად განათლებული ბიჭია, ამიტომაც დილემის წინაშე ვიდექით. რვა კლასი რომ დაამთავრა, ვთქვი, რომ კარგად სწავლა და პარალელურად სპორტი, ორი კურდღლის მადევარვით გამოგვდიოდა. ძალიან დიდ წინააღმდეგობას მიწევდა ჩემი მეუღლე. ამბობდა, შვილი გაუნათლებელი დაგვრჩებაო, რაც საბოლოოდ ასე არ მოხდა. ნიკა სულ ეძებს ინორმაციას და სულ სწავლობს. სამედიცინო სფეროშიც კარგად ერკვევა.
- მე ვიყავი სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე და ცეკვის კარიერა რომ დავამთავრე, სულ ვფიქრობდი ცეკვის მოძრაობებზე, რამიშვილი რეპეტიციაზე ახალ-ახალ ილეთებს გვაკეთებინებდა ახალ-ახალი აქცენტებით და ყოველთვის ვამბობდი, რომ მახვილი თვალი მაქვს-მეთქი და შემიძლია განვსაზღვრო, რა მოუტანს წარმატებას ჩოგბურთელს- თქო და მოყვარულის დონეზე ვთამაშობდი.
- ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე. მე მქონდა ისეთ ხასიათი, რასაც დავისახვდი მიზნად, ბოლომდე მივყვებოდი. რასაც ვიტყოდი, რომ გავაკეთებ-თქო, აუცილებლად გავაკეთებდი და ეს იცოდნენ ჩემმა შვილებმაც. სხვათა შორის, ნიკამ აღნიშნა ერთხელ, მამაჩემისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მისი სურვილი არ გამეთვალისწინებინაო, თუნდაც ჩოგბურთისთვის თავი დამენებებინაო. რაც შეეხება აღზრდის მეთოდებს, ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში სიყვარულია მთავარი. სიყვარულის გარეშე შვილებთან ურთიერთობისას ვერაფერს მივაღწევდი. თენგოც არანაკლებ ნიჭიერია. პროფესიით სტომატოლოგია.
- ნიკოლოზმა ჩემი რჩევით აირჩია ჩოგბურთი, თენგოს სურვილი იყო გამხდარიყო სტომატოლოგი და ჩემმა მეუღლემაც ურჩია. ნატალია პროვიზორია, სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა ფარმაციის მიმართულებით. ჩვენ გქვონდა აფთიაქების ქსელი და იქ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ნიკაზე გადავერთე, ეს ყველაფერი დავხურე, დავიტოვე ერთი აფთიაქი, რამდენიმე კომერციულ ფართთან ერთად და ამით ვახერხებდი ოჯახის გაძღოლას.
- ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა. ერთი წიგნი დაიწერება, ჩვენი ამბავი რომ მოვყვე. ჩავდიოდი ამერიკაში, ვყიდულობდი ცოტა დიდ მანქანას და შტატიდან შტატში გადავდოდით. მაიამიში ვიქირავე ემიგრანტებისთვის განკუთვნილი ბინა, რომელშიც ერთი ოთახი დაგვითმეს და აქვე იყო კოლეჯიც, სადაც აბსოლუტურად უფასოდ ვვარჯიშობდით კორტებზე. ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება ეკონომიურად გვეცხოვრა.
- ბუნებით მზრუნველი ადამიანია. მისთვის უპირველესია, რომ ვინმეს რამით დაეხმაროს. ახლა ისეთი ცხოვრებაა, ჩვენს სანათესაოშიც ბევრს არ აქვს დალხენილი ცხოვრება და რითაც შეუძლია, ეხმარება ყველას. უკან დახევა არ იცის, ხან რით ეხმარება ადამიანებს, ხან - რით, თუმცა ამაზე საუბარი არ უყვარს. პირველ რიგში აბსოლუტურად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ნიკამ რასაც მიაღწია, მიაღწია თავისი დაუღალავი შრომით. ბევრმა არც იცის, რომ რა თანხასაც თამაშებზე აგროვებს, იმ თანხის 30 პროცენტი რჩება ქვეყანას, სადაც ტურნირს თამაშობს, ამას კიდევ აკლდება მწვრთვნელებისთვის განკუთნილი გადასახადი. რეალურად, ნიკას დიდი პრობლემები აქვს, წარმოიდგინეთ, ყველა მოთამაშეს სპონსორი ჰყავს, ის კი სპონსორის გარეშე ასპარეზობს. ბოლოს მითხრა კიდეც, რომ არ მაინტერესებს არავითარი ფული, მინდა სახელი მოვიხვეჭოო. ძალიან ბევრი რამ არის ნიკას კისერზე. გარედან კი ყველაფერი სხვანაირად ჩანს.
- 14 წლამდე რომ მოიგო საქართველოს პირველობა, მაშინ საუკეთესო ბავშვები დააჯილდოვეს ტურნირით და საფრანგეთში გავუშვით ნიკა. იქ რამდენიმე თამაში მოიგო და წააგო ფრანგთან, როგორც თვითონ მითხრა, არასამართლიანი მსაჯობის გამო (7:6, 6:7, 7:6,). თუმცა რომ დამირეკა, სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა. გამიკვირდა და ვუთხარი რა გიხარია, წააგე-მეთქი, რა და, ვილსონის სპონსორი გამომიჩნდაო, როგორც კი დამთავრდა მატჩი, ჩემთან მოვიდა, კონტრაქტი და 6 ჩოგანი მომცაო. არადა ამ ტურნირზე გაშვებული მყავდა ორად ორი ჩოგნით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო გატეხილი, გატეხილი ჩოგნით სპეციალურად გავუშვი, ვუთხარი ნუ ამტვრევ ჩოგანს-თქო და ეს ამბავი რომ მომიყვა, ორივემ გავიხარეთ. კიდევ მახსოვს, ნიკამ „ორანჯ ბოლის“ ნახევარ ფინალში ითამაშა ამერიკაში, მაშინ 14 წლის იყო და რომ დავბრუნდით მაიამიში, ჩვენს ნაქირავებ სახლში, ვხედავთ, რომ ფოსტამ მოიტანა ბევრი ყუთი და თურმე, რადგან ნიკოლზმა ძალიან პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა, ვილსონს გამოუგზავნია ბაბინები, ჩოგნებს რითაც ჭიმავენ. იმდენი იყო, არ ვიცოდით სად წაგვეღო. მოთამაშეებისთვის საპრიზო თანხები იყო განკუთვნილი და მის ნაცვლად გამოგვიგზავნეს.
ავტორი:რუსკა კილასონია