ამბავი იმაზე, რომ არასდროს უნდა თქვა "არასდროს" ის ასობით 18+ ფილმში გადაიღეს. წელიწადში სამი მილიონი გამოიმუშავა მანამ, სანამ...
ყოფილი პორნო-ვარსკვლავი ნიუ-იორკიდან, 33 წლის კრისტალ ბასეტი ამჟამად სამი შვილის დედა, ბაბტისტური ეკლესიის აღმსარებელია, სადაც ის თავის ქმართან - პასტერთან ერთად მსახურობს.
ის ჯერ კიდევ 16 წლისა დაფეხმძიმდა პირველ შვილ ჯასტინზე. ბავშვისთვის რომ უზრუნველეყო კარგი მომავალი, კრისტინა გაემგზავრა ჰოლივუდში და სტრიპტიზკლუბში დაიწყო მუშაობა.
რამდენიმე წელი იმუშავა, შემდეგ შეხვდა ეროტიკული კინოს რეჟისორს, რომელმაც "იოლი სამუშაო" შესთავაზა. კრისტინაც დათანხმდა.
"საშინელება იყო. ჩემი პირველი გადაღება 2 საათი გრძელდებოდა. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, ზიზღი მქონდა საკუთარი თავის მიმართ".
ამ დამამცირებელ სამუშაოში საგრძნობლად ბევრი გადაუხადეს, ვიდრე სტრიპტიზკლუბში უხდიდნენ. კრისტინამ ისევ მიაკითხა რეჟისორს. 100-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, მაგრამ ძირითადი შემოსავალი მას კერძო საღამოებმა მოუტანა. წელიწადში მისი შემოსავალი 300 000$-ს შეადგენდა. მან იყიდა სახლი, მანქანა და გაიუმჯობესა ეკონომიური მდგომარეობა.
"ეს იყო რუტინა - 9 საათიდან 5 საათამდე. ყოველდღე მიმყავდა ბავშვი სკოლაში და მივდიოდი გადაღებებზე. საკუთარი თავი თოჯინა მეგონა, არ მიყვარდა ჩემი "სამუშაო"...
2014 წელს საშინელ ავტოკატასტროფაში მოხვდა, ძლივს გადაურჩა სიკვდილს. "მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ასე ცხოვრება და მოვედი ეკლესიაში. დიახ, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდი, მაგრამ არ ვნანობ ამას".
ეკლესიაში გაიცნო 26 წლის პასტორი, ვიზეც იმავე წელს გათხოვდა. "ვტიროდი და მესმოდა, რომ ეს ჩემი ხსნა იყო".
"ყოფილი პორნოვარსკვლავი, ახლა მღვდელის მეუღლე ვარ. ჩემი "საქმიანობა" განპირობებული იყო ბავშვობაში გადატანილი ძალადობით. ახლა არა მარტო ვიპოვე ჩემი თავი, არამედ თერაპიის კურსიც გავიარე", - ამბობს კრისტინა.