დედასაც სხვა რა დარჩენოდა, სიცილ-სიცილით ცდილობდა პატარის ეთერიდან გაყვანას ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის ჯულიანა რანჩიჩის 6 წლის შვილი მოულოდნელად შევარდა გადასაღებ მოედანზე, გადაცემის მიმდინარეობისას და ცეკვა დაიწყო. ეს ყველაფერი პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და ალბათ ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩავარდებოდა დედა. თუმცა მისი კოლეგა იუმორით შეხვდა ამ ამბავს და დედასაც სხვა რა დარჩენოდა, სიცილ-სიცილით ცდილობდა პატარის ეთერიდან გაყვანას. ბავშვი არაფრით ემორჩილებოდა და ბოლოს საქმეში გამხიარულებული კოლეგაც ჩაერთო.
პატარა ბიჭს დიუკი ჰქვია. იმ დღეს დედას თან წაუყვანია სამსახურში და ვერაფრით გაერთო. სანამ დედამისის სელებრითებზე ჰყვებოდა ამბებს, ბავშვმა გადაწყვიტა, კამერების წინ მხიარული ცეკვა შეესრულებინა.