ყურადღებით დააკვირდით ნახატს და განსაზღვრეთ რას ხედავთ მასზე
ფსიქოლოგიური ტესტები გვეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში. ზოგჯერ ისინი ფსიქოლოგზე ობიექტურია. სულის მკურნალი ექიმიც ადამიანია და შეიძლება რაიმე შეეშალოს. ტესტში კი არავითარი ცდომილება არ არის.
რა თქმა უნდა, ტესტებსაც ადამიანები ადგენენ, მაგრამ სანამ მასაში გაუშვებენ - ამოწმებენ. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს. ყურადღებით დააკვირდით ნახატს და განსაზღვრეთ რას ხედავთ მასზე.
1. თუ გამოსახულ სურათზე ფესვების ასოციაცია გაგიჩნდა, ე.ი. ინტროვერტი ხარ. კრიტიკას ყოველთვის მშვიდად და უემოციოდ იღებ. შენთვის ეს კონსტრუქციული შენიშვნები და რჩევებია, რომელიც უნდა გაითვალისწინო, რათა გახდე სრულყოფილი. შენი ცხოვრება დისციპლინირებული და ორგანიზებულია. ცდილობ იცხოვრო დაგეგმილად. საკუთარ თავში ავითარებ მორალურ პრინციპებს. რასაც მოისურვებ- აღწევ კიდევაც.
2. თუ ხეები დაინახე, ე.ი. ექსტრავერტი ხარ. ძალიან გულწრფელი ხარ გარშემო მყოფთათვის. ურთიერთობაში -ერთგული. იგივეს ითხოვ საპასუხოდ. საუბარში - თავაზიანი ხარ, მაგრამ არასოდეს მისცემ სხვას უფლებას - დაგაჯდეს კისერზე.
ადამიანებისაგან ბევრს ითხოვ. ზოგჯერ დიდი ძალისხმევა გჭირდება, რათა სხვისი ნდობა მოიპოვო.
3. თუ პირველად ტუჩები დაინახე, ე.ი. ამბივერტი ხარ. იცი როგორ გადალახო ცხოვრებისეული სირთულეები. მაგრამ ისიც იცი როგორ აუარო მათ გვერდი. გონივრულად იქცევი, მაგრამ ძალიან გულუბრყვილო ხარ. ყველაფერი იმის გამოა, რომ თვალდახუჭული ენდობი ადამიანებს და მათ საქციელში მხოლოდ კარგს ხედავ.
ვინც გთვლის სუსტი ნებისყოფის ადამიანად - ცდება. შენ ძალიან კეთილი ხარ. სიკეთე კი სისუსტე არ არის. ეს შენი ღირსებაა. ყოველთვის შეიძლება შენთან დახმარების და რჩევისთვის მოსვლა. შენმა მეგობრებმა იციან და აფასებენ შენში ამ თვისებას. უბრალოდ ეცადეთ ადამიანებმა ამით არ ისარგებლონ.