მანამდე მინისტრი ნატალია მუხადგვერდელზე იყო დაქორწინებული, რომელთან ერთადაც ქალიშვილს ზრდიდა. განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მეორედ დაქორწინდა. ინფორამაცია ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა მაშინ წყვილი ამ ფაქტს არ ადასტურებდა. ახლა კი ყოფილმა მინისტრმა მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.
მისი მეუღლე მაია მუშკუდიანია, რომელიც ასევე განათლების სისტემაში მუშაობს. ისინი ჯეჯელავას მინისტრობის დროიდან თანამშრომლობდნენ და ახლაც ერთად მოღვაწეობენ - პირადი და პროფესიული განვითარებისთვის, განათლების პოპულარიზაციისთვის ტრენინგებისა და ლექციების ორგანიზებით არიან დაკავებული.
მანამდე მინისტრი ნატალია მუხადგვერდელზე იყო დაქორწინებული, რომელთან ერთადაც ქალიშვილს ზრდიდა.