"ძალიან იღლება, ამიტომ ვცდილობთ, ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ დაისვენოს" მსახიობ დუტა სხირტლაძის მეუღლე მარინა ნაცვლიშვილი დიზაინერ-იუველირია. ჟურნალ "შინ"-ის შემოდგომის ნომერში დუტასა და მარინას მცხეთის აგარაკის დათვალიერება შეგიძლიათ და დიზაინერის საოცარი ნამუშევრების. ასევე ვრცელი ინტერვიუსი, რომლის მცირე ამონარიდს გთავაზობთ:
- სახლი ჩემთვის ასოცირდება სიმყუდროვესთან, სიმშვიდესთან, სითბოსთან, დასვენებასთან. სახლში გარემო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თვალს და გულს სიამოვნებდეს, კომფორტულად გრძნობდე ადამიანი თავს.
- ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის და რა თქმა უნდა, ჩემთვისაც. აქ უკვე ყველაფერი ჩემია, ჩემი სამყაროა. ამ სამყაროში ვგრძნობ თავს დაცულად, მშვიდად და კომფორტულად. ამ დროს ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ შენს ოჯახზე ფიქრობ.
- თბილისის სახლი თითქოს რაღაცით ჰგავს ამ სახლს. უბრალოდ იქ ძველი და თანამედროვე სტილის მიქსია. ზოგადად ყველა ჩემი სახლი ჰგავს ერთმანეთს, რადგან ჩემს თვალს როგორც სიამოვნებს, ისე ვაწყობ ყველაფერს. რაც უფრო ბევრი ნივთია ოთახში, მით მეტად მომწონს გარემო. ამას ცოტა მიპროტესტებენ ოჯახის წევრები. ჩემთვის ყველა ნივთი რაღაცასთან არის დაკავშირებული. წლებია მათ ვაგროვებ, ამიტომ თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს და ძვირფასია ჩემთვის.
- დუტაც ბოლომდე იყო ჩართული რემონტის პროცესში. ძალიან ბევრი რამე საკუთარი ხელით გააკეთა. კარგად ერკვევა სარემონტო სამუშაოებში. ფაქტობრივად ერთობლივი ძალებით გავაკეთეთ ყველაფერი. საბედნიეროდ, ჩვენი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს.
- ძირითადად საღამოობით ვართ ერთად შინ. ძალიან იღლება, ამიტომ ვცდილობთ, ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ დაისვენოს. თუ ხასიათზეა, თავისი სურვილით სახლში ბევრ საქმეს აკეთებს. თუ თვითონ დასვენება უნდა, მაშინ არ ვაწუხებთ.
- თქვენ წარმოიდგინეთ, დუტა თვითონ მანებივრებს გემრიელი კერძებით. მე არ მიყვარს კერძების მომზადება. რასაც ვაკეთებ, გემრიელი გამომდის, მაგრამ მაინც მირჩევნია, სხვამ გამანებივროს ამ მხრივ...
- განსაკუთრებით ხორცთან ურთიერთობა უყვარს. ხორცის და თევზის უგემრიელეს კერძებს ამზადებს.
- ორივე ძალიან კარგად ხატავს. უმცროსი არაჩვეულებრივად ძერწავს, საოცარ რაღაცებს აკეთებს. მომავალში რას აირჩევენ პროფესიად არ ვიცი, მაგრამ შემოქმედებითი ნიჭი ორივეს გამოჰყვა.
ინტერვიუ ვრცლად და ბევრი საინტერესო ფოტო იხილეთ ჟურნალ "შინ"-ის ახალ, შემოდგომის ნომერში.