ცოტამ თუ იცის, ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ მისი მშობლები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო სალომე ზურაბიშვილი მუდმივად ექცევა ყურადღების ეპიცენტრში და მისი პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, ხშირად უსვამენ ხაზს პოლიტიკოსის წარმომავლობას.
ყველასათვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული სათვისტომოს თავჯდომარის ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი, თუმცა ცოტამ თუ იცის, ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ მისი მშობლები. სალომეს დედა, ზეინაბ კეიდია, ულამაზესი ქალბატონი გახლდათ და ბევრი თაყვანისმცელიც ჰყოლია. ლევან ზურაბიშვილს ცხოვრება საფრანგეთში ემიგრაციის დროს დაუკავშირა. წყვილმა პარიზში იქორწინა მალე ვაჟი, ოთარი შეეძინათ, ორი წლის შემდეგ კი - ქალიშვილი სალომე.
ნახეთ ფოტოგალერეა - სალომე ზურაბიშვილის ულამაზესი დედა და ოჯახის წევრები
სალომეს დედა ზეინაბ კედია საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის, მექი კედიასა და აგრაფინა თავართქილაძის ქალშვილი გახლდათ. გასაბჭოების შემდეგ მისი მამა საქართველოდან სტამბოლში წასულა მეუღლესთან ერთად, რომელიც მაშინ ზეინაბზე ყოფილა ორსულად და ბავშვი 1921 წლის 8 ივლისსში სტამბულში გაჩნდა. თურქეთში ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ სალომეს ბებია და ბაბუა დედის მხრიდან პარიზში გადასულან საცხოვრებლად.
რაც შეეხება სალომეს მამას, ლევან ზურაბიშვილს, იგი ქუთაისში დაიბადა. ის ცნობილი მამულიშვილის, ნიკო ნიკოლაძის შვლიშვილი გახლდათ. სალომეს ბებია, ნინო ნიკოლაძე პედაგოგი და პუბლიცისტი იყო, ხოლო ბაბუა, ივანე ზურაბიშვილი იურისტი.
იხილეთ ვიდეონაწყვეტი, ნელი კობიაშვილის საავტორო გადაცემიდან, სადაც სალომეს დედა ემიგრაციის პერიოდს იხსენებს
როგორ იხსენებდა ემიგრაციის პერიოდს და რას ყვებოდა სალომე ზურაბიშვილზე დედა?
რამდენიმე წელიწადში ზურაბიშვილების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. თავიდან სტამბულში დასახლდნენ, 1924 წლიდან კი პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად და ლევანი სენტ–ბარბის განთქმულ მოსამზადებელ კოლეჯში შევიდა, 1928 წელს კი სამთამადნო–საინჟინრო ინსტიტუტში ჩაირიცხა. მას იურიდიულ ფაკულტეტზე უნდოდა სწავლა, მაგრამ ლტოლვილის სტატუსი ამის საშუალებას არ აძლევდა. 1931 წელს, პარიზის უმაღლესი საინჟინრო სკოლის დამთავრების შემდეგ, საფრანგეთის რკინიგზის უფროსობა შესთავაზეს, თუმცა ამისთვის საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა მიეღო, ლევანმა კატეგორიული უარი განაცხადა – მე ქართველი ვარ და ქართველად მოვკვდებიო, სამსახური "ფორდის საზოგადოების საფრანგეთის განყოფილება – "სიმკა–კრისლერში" დაიწყო. ამ საზოგადოებაში 39 წელი დაჰყო, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 1971 წლიდან პენსიონერი გახდა და მთელი თავისი ენერგია ქართულ საქმეზე ზრუნვას მოახმარა.
ლევან ზურაბიშვილი სტუდენტობიდანვე მონაწილეობდა ქართულ საზოგადოებრივ საქმიანობაში. იგი ძალ–ღონეს არ იშურებდა ქართული ემიგრაციის გასაერთიანებლად, რასაც დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით მენშევიკები. არ შეიძლება არ აღინიშნოს უხუცესი ქართველი ემიგრანტის პატრე ხვედელიძისა და სალომეს მამის მიმოწერა, რომელიც საფუძვლად დაედო ეპისტოლარული ჟანრის წიგნს – "პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით".
რა უპასუხა სალომემ ზურაბიშვილმა კითხვაზე, თუ რატომ სურდა დიპლომატობა - რა დეტალები გაიხსენა პოლიტიკოსის დედამ -ნახეთ ვიდეო
ლევან ზურაბიშვილი გარდაიცვალა 1975 წლის 10 თებერვალს პარიზში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია ლევილში. "არც თაიგული. არც გვირგვინი. ვისაც ამის სურვილი აქვს, საბოძვარი გადაუგზავნოს წმიდა ნინოს ეკლესიის სამრევლოს" – ასეთი იყო მისი უკანასკნელი სურვილი.
ქალბატონი ზეინაბი საქართველოში პირველად ქალიშვილთან, სალომესთან ერთად 1986 წელს ჩამოვიდა. იგი 2016 წელს 94 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. მისი პანაშვიდი წმინდა ნინოს პარიზის ქართულ ეკლესიაში გადაიხადეს“ .
რუსკა კილასონია