ერთი შეხედვით წყვილი ბედნიერი ჩანდა
მომღერალმა ქეთა თოფურიამ ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ შეყვარებულს, რეპერ გუფის დაშორდა, რომლის გამოც თავის დროზე ოჯახი დაანგრია. ამის შემდეგ გაირკვა, რომ გუფი ქეთას 18 წლის გოგონასთან ღალატობდა. ახლახან კი ქეთა გამოტყდა, რომ ღალატის შესახებ თავადაც გაიგო.
ქეთა და გუფი დიდხანს მალავდნენ ურთიერთობას. როცა საბოლოოდ ყველაფერი გამოაშკარავდა, ერთი შეხედვით წყვილი ბედნიერი ჩანდა, თუმცა, როგორც ჩანს, 18 წლის ეკატერინბურგელ ანასთან ურთიერთობა ქეთამ შეყვარებულს არ აპატია, მიუხედავად იმისა, რომ ქეთა დაშორების ნამდვილ მიზეზებზე არ საუბრობს.
გავრცელდა ხმები, რომ ანა გუფს ემუქრებოდა - ჟანტაჟს უწყობდა, რომ მათი ურთიერთობის შესახებ ქეთას გააგებინებდა. გუფი კი ჯერჯერობით ანასთან ურთიერთობაზე კრინტსაც არ ძრავს და პირად ცხოვრებაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.
როგორც ქეთა ამბობს, არ იცის, ამჟამად რა ურთიერთობა აქვს რეპერს ანასთან.
"დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, ასე რომ, არ ვიცი, რა ხდება მის ცხოვრებაში" - აცხადებს მომღერალი.
ანა კი ამტკიცებს, რომ გუფთან რომანი 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.