ნაკლებად მრჩება დრო მეუღლისა და შვილებისათვის ცოტა ხნის წინ თბილისის მერს, კახა კალაძესა და მისი მეუღლეს, ანუკი არეშიძეს მეოთხე ვაჟი შეეძინათ -ნიკოლა. ის წყვილისთვის მეოთხე ვაჟია. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი, ლევან კალაძე 11 წლისაა, მეორე შვილი - კახაბერ კალაძე - 6 წლის, ვაჩე კალაძე კი - 4-ის...
კახი კალაძისთვის ეს პერიოდი უკიდურესად გადატვირთულია და მედიასთან ძირითადად პოლიტიკური განცხადებების გაკეთება უწევს. დავინტერესდით, რამდენად რჩება დრო ოჯახისთვის, პატარა ნიკოლასთვის. ამ შეკითხვით mshoblebi.ge-მ პირადად კახი კალაძეს მიმართა.
- საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ნაკლებად მრჩება დრო მეუღლისა და შვილებისათვის. თუმცა ესეც დროებითია, 28 ნოემბერს არჩევნები დასრულდება, ყველაფერი კალაპოტში ჩადგება და მეტი დრო მექნება ოჯახთან ერთად გასატარებლად.
- როგორი გასაზრდელია ნიკოლა?
- ძალიან კარგი გასაზრდელი ბიჭია, მტირალა არ არის და სულ დედიკოს არის მიწებებული...
მანანა გაბრიჭიძე