ვაშაძეს უმცროსი ქალიშვილიც ჰყავს მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილის შვილმა თეიმურაზ გორჯესტანმა გრიგოლ ვაშაძის ვაჟი ნოდარ ვაშაძე დებატებში გამოიწვია, საზოგადოება ნოდარის ვინაობითა და საქმიანობით დაინტერესდა.
ნოდარი გრიგოლ ვაშაძის უფროსი შვილია, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გრიგოლ ვაშაძის პირველი მეუღლე საბჭოთა მაღალჩინოსნის ქალიშვილი ნატალია ალხიმოვა იყო. მათ გაუჩნდათ ვაჟი ნოდარი, თუმცა 5 წლის იყო ბავშვი, როცა ნატალიას სსრკ-ში ცნობილი, წარმოშობით გუდაუთელი პიანისტი ანდრეი გავრილოვი შეუყვარდა და მასთან ერთად ინგლისში გაიპარა.
მას მერე ბევრი არაფერია ცნობილი ნოდარის მოღვაწეობასა და მამასთან ურთიერთობაზე. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ქართული ასე თუ ისე იცის, სხვა წყაროების ცნობით კი, საერთოდ არ იცის ქართული. ზოგიერთი წყაროს ცნობით, რუსეთში ცხოვრობს და მამის ღვინის ბიზნესს უდგას სათავეში, სხვა წყარო კი ამბობს, რომ გერმანიაშია და იქ ხელმძღვანელობს მამის ბიზნესს.
დაოჯახებულია და ერთი შვილი ჰყავს.
1988 წელს გრიგოლ ვაშაძემ ცნობილ ბალერინა ნინო ანანიაშვილზე იქორწინა. წყვილს საერთო ქალიშვილი ელენე ჰყავს.
ელენე ვაშაძე სწავლობს კერძო სკოლაში და ძალიან უყვარს ცხენები.
თეკლა ჟვანია
ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის დედა და რას ჰყვებოდა ქალიშვილის შესახებ - უცნობი ფაქტები პოლიტიკოსზე