შვილებისათვის ყოველთვის საუკეთესოს ვეძებთ. როცა საქმე ბავშვს ეხება, ხარისხი ნომერ პირველი მოთხოვნა ხდება. შვილებისათვის ყოველთვის საუკეთესოს ვეძებთ. როცა საქმე ბავშვს ეხება, ხარისხი ნომერ პირველი მოთხოვნა ხდება. წინასაახალწლო პერიოდში მშობლების მთავარი საზრუნავი სწორედ პატარების გახარებაა. ამიტომ, ყველა რაღაც გასაკუთრებულს, თვალისმომჭრელსა და საინტერესოს ეძებს. მშობლები არჩევანს, ხშირად, წიგნებზე აკეთებენ. მით უფრო, მას შემდეგ, რაც დახლებზე კომპანია "დისნეის" ილუსტრირებული, სათამაშოებით, სამკაულებითა თუ პაზლებით შემკული წიგნები ქართულ ენაზე გამოჩნდა. ეს გამოცემები საახალწლო საჩუქრად იდეალური ვარიანტია, რადგან წიგნისა და სათამაშოს როლს ერთნაირად ითავსებს.
კომპანია "უოლტ დისნეი" ყოველთვის უმაღლეს ხარისხთან ასოცირდება. ერთდაერთი გამომცემლობა, რომელიც დისნეის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელი და საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენელია, "პალიტრა L" გახლავთ. პირველად 6 წლის წინ სწორედ "პალიტრა L"-მა გააცნო ქართველ მკითხველს "დისნეის" ზღაპრები მშობლიურ ენაზე.
"დისნეის" ქართულად თარგმნილი წიგნები უცხოური გამოცემების ზუსტი ასლია და "დისნეის" ლიცენზიით გამოიცემა. კომპანია "უოლტ დისნეი" ხარისხს მკაცრად აკონტროლებს და "პალიტრა L" მასთან თითოეულ ნიუანსს ათანხმებს.
საყვარელი მულტფილმების ტექსტური ვერსიები მშობლიურ ენაზე, თანაც უმაღლეს დონეზე ილუსტრირებული, გამოჩენისთანავე აიტაცა ქართველმა მკითხველმა. მაშინვე გაჩნდა მოთხოვნა, რომ კიდევ მეტი საყვარელი მულტფილმისა თუ პერსონაჟის ილუსტრირებული ისტორიები გამოსულიყო ქართულ ენაზე.
გამომცემლობამ გაითვალისწინა ეს მოთხოვნა შედეგად, დღეს გაქართულებული "დისნეის" წიგნების არჩევანი კიდევ უფრო დიდი და მრავალფეროვანია. გარდა იმისა, რომ ილუსტრირებულია, მათ უმრავლესობას პაზლები, გასაფერადებლები, საბავშვო სამკაულები და ახლა უკვე ზღაპრის პერსონაჟთა სათამაშოებიც მოჰყვება.
იმისათვის, რომ ყველა ბავშვის გემოვნებას მოერგოს, წიგნები ერთმანეთისგან თემატურადაც განსხვავდება. გამოვიდა წიგნები პრინცესების, მიკი მაუსის, ბიჭებისათვის საყვარელი მანქანებისა და სხვადასხვა ანიმაციური გმირის თავგადასავლის შესახებ. ყოველივე ეს ბავშვებისთვის წიგნს კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა წიგნთან ურთიერთობა პატარა ასაკიდანვე დაიწყოს. იმისათვის, რომ იგი წიგნითა და ზღაპრების მოსმენით, შემდგომში კი კითხვით დაინტერესდეს, საჭიროა მათთვის სასურველი, გასართობი დეტალების მაქსიმალური ჩართვა. სწორედ ამაზე ზრუნავს გამომცემლობა "პალიტრა L" - მეტი მრავალფეროვნება შეიტანოს "დისნეის" წიგნებში და შესაბამისად, მეტად დაუახლოვოს წიგნებს პატარა მკითხველი. "დისნეისთან" თანამშრომლობა მუდმივად ვითარდება და ქართველ მკითხველს კიდევ ბევრი სიურპრიზი ელის.