ინტერნეტმომხარებელს ახსოვს რძალ-დედამთილს შორის არსებული უთანხმოება მართალია, ჯერ ახალ წლამდე ერთ კვირაზე მეტია დარჩენილი, მაგრამ ხატია სიჭინავამ საახალწლო საჩუქარი უკვე მიიღო. ოქროს ბეჭედი ხატიას არც მეტი, არც ნაკლები, დედამთილმა აჩუქა. ერთი შეხედვით, თითქოს ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ ალბათ ინტერნეტმომხარებელს ახსოვს რძალ-დედამთილს შორის არსებული უთანხმოება, რომელმაც სოციალურ ქსელში გადმოინაცვლა. მაშინ ოჯახის წევრები ერთმანეთს ფეისბუქ სტატუსებით ეპაექრებოდნენ.
მიუხედავად დამაცირებელი საუბრებისა,ქარიშხალმა გადაიარა და რძალ-დედამთილის ურთიერთობა დასტაბილურდა,ხატია აღიარებდა, რომ უთანხმოების დეტალები საჯარო სივრცეში არ უნდა გადმოეტანათ და საზოგადოების განხილვის საგანი არ უნდა გამხდარიყო. ასე იყო თუ ისე, საბედნიეროდ, სიტუაცია ძველ კალაპოტს დაუბრუნდა და ქალბატონმა ლალი ნოზაძემ სპეციალურად რძლისთვის ოქრომჭედელს ბეჭდის დამზადება შეუკვეთა, რომელზეც სიტყვა სიყვარული-ინგლისურადაა გამოსახული. " ძირითადად "სიყვარულო" მესმის და პირადად შენთვის გავაკეთებინე ოქრომჭედელსო" - ასე უთქვამს ხატიასთვის მოსიყვარულე დედამთილს.
სიხარულისა და პატივისცემის ნიშნად,ხატიამ დედამთილთან ერთად გადაღებული ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და მეგობრებისგან მილოცვები მიიღო.
"ყველაზე მაგარი დედამთილი"
" ხატიასნაირი დედა, მეუღლე და ქალი ძალიან ცოტაა. ხატია შენ ხარ უნიკალურად კარგი"
" ღმერთმა ქნას, მართლა ისე თბილად და ტკბილად იყო ოჯახში, როგორც გარედან ჩანს, უფალი გფრავადეთ" - უწერენ ხატიას კომენატრებში.
თეკლა ჟვანია