კომპოზიტორ მანანა იმედაძის შვილს ვირუსი H1N1 შეხვდა
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალს სალომეს, სავარაუდოდ, ვირუსი H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი) შეხვდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარება საკმაოდ მძიმეა. ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ქალბატონმა მანანამ დაწერა.
"ყველამ ილოცეთ, გევედრებით, ჩემი ანგელოზი გოგოსთვის. გემუდარებიიიიით, ჩემო ძვირფასებოოოო!ცხოვრებაში ყველაზე მეტად ახლა მიჭირს.... ჩემი სალომე ებრძვის სიკვდილს!"
სალომე კომპოზიტორ მანანა იმედაძის ვაჟის, ირაკლი კვატაშიძის მეუღლეა და ერთი შვილის, გოგონას დედა.
როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში ქალბატონმა მანანამ აღნიშნა, სალომე ბორჯომში ყოფნის დროს გახდა ავად და რეანომობილით გადმოყვანეს თბილისში:
"ეს რა დაგვემართა, საუბარსაც ვეღარ ვახერხებ, მთელი თბილისი ფეხზე დგას, ექიმებიდან მოყოლებული და ვერ მშველიან. გუშინწინ მივიყვანეთ საავადმყოფოში, ინფექციურში, მაღალი სიცხით და ღებინების შეგრძნებით, უკვე კომატოზურ მდგომარეობაში იყო... ბორჯომში იყო და იქ აუწია სიცხემ, ღებინება დაეწყო და იქვე მიიყვანეს საავადმყოფოში, მერე კი რეანომობილით ჩამოიყვანეს თბილისში".
იმედს ვიტოვებთ, სალომე დაამარცხებს ვირუსს და ყველაფერი კარგად იქნება.
რუსკა კილასონია
ის ყველაზე უფრო გადამდები ვირუსი აღმოჩნდა - საქართველოში გავრცელებული ვირუსი ღორის გრიპია