თუ როგორ აღვზარდოთ ბავშვი სწორად, რა არის "აღზრდის საიდუმლო" და რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ, რომ შემდეგ ეს მთელი ცხოვრების დაღად არ დაემჩნეს ჩვენს ურთიერთობებს ჩვენს შვილებთან, ასევე - მათ მომავალ ცხოვრებას? თანამედროვე სამყარო და ცხოვრების აჩქარებული რიტმი ძალიან ცოტა დროს გვიტოვებს ჩვენი შვილების აღზრდისათვის. ხშირად კი, ამ მცირე დროსაც ვერ ვიყენებთ ეფექტურად. შედეგად გვაქვს ოჯახური კონფლიქტები და აღზრდის პრობლემები. არადა როგორ გვჭირდება ჩვენს შვილებთან და ოჯახის წევრებთან საერთო ენის გამონახვა!
ეს საკითხები ბევრ მშობელს აღელვებს. ჩვენ ხშირად გთავაზობთ შალვა და პაატა ამონაშვილების ფასდაუდებელ რჩევებს მშობლებისა და მასწავლებლებისთვის და ბევრ მშობელს უშუალოდაც სურს მათთან შეხვედრა და მათგან მოსმენა იმ ყველაფრის, რაც მშობლების უმრავლესობას აღელვებს.
სწორედ მათთვის ტარდება 20 იანვარს საინტერესო სემინარი, რომელსაც „ამონაშვილის აკადემია მშობლებისათვის“ და „აზროვნების აკადემია“ წარმოგიდგენთ, mshoblebi.ge-ს საინფორმაციო მხარდაჭერით.
შალვა და პაატა ამონაშვილების სემინარს „აღზრდის საიდუმლო“ ჰქვია.
შეხვედრის დრო - 20 იანვარი. 11:00-დან -19:00-მდე, შეხვედრის ადგილი - სასტუმრო იოტა (ლერმონტოვის 10).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 555 999 799; 551 528 473
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! უფრო დაწვრილებით იხილეთ ბმულზე