გამოკვლევებზე სიარული ცხადია არცერთ ადამინს სიამოვნებს, მითუმეტეს ნიკოლოზს
ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი, რომელიც ჯერ მთელმა საქართველომ გაიცნო სასაცილო ვიდეოთი, შემდეგ კი მისი ავადმყოფობის ამბავმა ააფორიაქა სოციალური ქსელი, ახლა მშობლებთან ერთად ბელორუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება.
როგორც რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, ნიკოლოზს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აღმოაჩნდა და თირკმელი უნდა გადაუნერგონ. ოპერციისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად კი ოჯახს საზოგადოების დახმარება დასჭირდა.
ნიკოლოზის მამის, ზურა ჭიჭიკოშვილის ინფორმაციით, ნიკოლოზს ბელორუსში ახლა გამოკვლვებს უტარებენ.
"მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაცია როდის გაუკეთდება, ჯერ არ ვიცით. ოპერაციის გაკეთებამდე, აუცილებელია ნიკოლოზმა მკურნალობის კურსი გაიაროს და გამოკვლევები ჩაუტარდეს, რათა გართულებები თავიდან ავიცილოთ. ცოტა ხანში დავბრუნდებით საქართველოში და მერე ისევ უნდა ჩამოვიდეთ ბელორუსიაში გამოკვლევების ჩასატარებლად.
ყველაზე ცნობილი პირველკლასელი