რუსეთში 38 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მომღერალი იულია ნაჩალოვა. 16 მარტს მას გული გაუჩერდა და რამდენიმედღიანი კომატოზური მდგომარეობაც ამით დასრულდა.
მომღერალს მე-2 ტიპის დიაბეტი ჰქონდა და შაქრის დონე მკვეთრად დაეცა, თუმცა ამას თან ერთვოდა პოდაგრა ფეხზე, რომლითაც ბოლო 8 წელი იტანჯებოდა. ეს ყველაფერი კი მკერდის პლასტიკური ოპერაციიდან დაიწყო - 2007 წელს მკერდის ოპერაციისას ინფექცია განვითარდა და სისხლი მოეწამლა. ამას მოჰყვა პოდაგრის განვითარება, რომელიც გამუდმებით აწუხებდა მას მერე და ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს იკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრების აწყობა სამჯერ სცადა და შვილიც გააჩინა, ბოლო წლების განმავლობაში მომღერალი გამუდმებით სტრესსა და ტკივილში ცხოვრობდა.
პოდაგრასთან დართულმა დიაბეტმა ბოლოს ის გამოიწვია, რომ ერთ-ერთ პროექტზე საკმაოდ გაუღიზიანდა ფეხი, ვერაფრით ვეღარ უშველეს ვერც ნემსებით და ვერც ტკივილგამაყუჩებლებით და ცოტყა ხნის წინ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერც ასე შეძლეს. იულიას ოპერაციის შემდეგ ძლიერი სისხლდენა დაეწყო, ორგანიზმი იმდენად იყო დასუსტებული, ვეღარ შეებრძოლა და ჯერ კომაში ჩავარდა, მერე კი საერთოდაც გაუჩერდა გული.
იხილეთ იულიას ერთ-ერთი გამოსვლა, მისი ცნობილი სიმღერით
იულია ნაჩალოვა 38 წლის ასაკში გარდაიცვალა
ყოველივე მომხდარზე ის ხშირად საუბრობდა და ძირითადად საკუთარ თავს ადანაშაულებდა და არა ექიმებს. "სეფსისის შემდეგ ჯერ თირკმელებზე მქონდა პრობლემა. ორგანიზმი იმდენად დასუსტებული მქონდა, ბრძოლაც არ მინდოდა. ვგრძნობდი, რომ სიცოცხლე ხელიდან მეცლებოდა, - იხსენებდა პლასტიკური ოპერაციის შემდეგ დაწყებულ პირველ მტანჯველ ეტაპს, - თუმცა მომხდარში არც ბედს ვადანაშაულებდი და არც ექიმებს. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. ეს დიდი სისულელე და მკრეხელობაა - ბუნება გამოასწორო!"
მომღერალს ერთი შვილი დარჩა.