ცოტა ხნის წინ მაია ასათიანმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ტელეწამყვანი წითელ საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი და აუზზე ირუჯება.
„მაია, არ გეკადრება ასეთი ფოტოების დადება", წერს ერთ-ერთი გამომწერი. ამ და სხვა კომენტარების საპასუხოდ მაია ასათიანმა ვიდეო მიართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მის სიცოცხლეს სიცოცხლე არ ქვია. ის არსებობისთვის იბრძვის და მისი განკითხვის უფლება არავის აქვს. მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ყოველთვის ამხნევებს და პოზიტივით ავსებს.
- ყველას მინდა მადლობა გითხრათ, თითოეული თბილი სიტყვა ჩემთვის ნიშნავს ძალიან ბევრს. იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც მე ვარ ნებისმიერი პოზიტიური სიტყვები ჩემთვის არის მართლა სინათლის სხივი. და სულ ვაძლევ ხოლმე ჩემს თავს პირობას, რომ უარყოფით დამოკიდებულებაზე აღარ მექნება რეაქცია, მაგრამ მაინც მოქმედებს ეს ჩემზე. მაპატიეთ, რომ ამის ახსნა მუდმივად მჭირდება და ახლა იმ ადამიანებს მივმართავ, ვისაც ახსნა სჭირდება, თუ რას ნიშნავს ქალისთვის, ერთადერთი შვილი რომ უკვდება. ეს არ არის სიცოცხლე, მე ვარ მუდმივად სიკვდილში და მუდმივად ვებრძვი ამას. და თქვენ მინდა გითხრათ, ქალებს და დედებს, რომლებიც მლანძღავთ, რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია წითელი, მე ვარ ცოცხალი, ვაგრძელებ ცხოვრებას, რომელიც ცოცხალი არ არის. ყოველ წამს ვიხედები გვერდით, რადგან მგონია ჩემი შვილი აქ არის. მადლობა ყველას, ვინც გვერდით მიდგას, უცნობებს და ნაცნობებს. რატომ მჭირდება აგიხსნათ, რომ ცუდად ვარ არ ვიცი? მინდა იცოდეთ ყოველთვის კარგად არ ვარ. კარგად ყოფნა ჩემნაირი ქალისთვის შეუძლებელია. რა გითხრათ აბა? გათენება და დაღამება შვილმკვდარი ქალისთვის არის კოშმარი. მე ვცდილობ, ეს კოშმარი ჩემთვის გაძლებადი იყოს და ვაკეთებ იმას, რაც მე და ჩემს შვილს ძალიან გვიყვარდა - ვცურავ. გაგიკვირდებათ და 21-ე საუკუნეში ცურვა საცურაო კოსტიუმით არის შესაძლებელი... და კი, მართობს ხანდახან ასეთი ფოტოების დადება და ყურადღება გადამაქვს. ღმერთმა არავის მოუვლინოს ეს სასჯელი, როგორსაც მე ვატარებ. ყველას თავისი ჯვარი აქვს. და ნუ განიკითხავთ...“
მერი ბლიაძე