სოციალურ ქსელში გავრცელებული მთიული, ქვეშეთელი ბავშვების ფოტო, რომლის ავტორიც ფოტოგრაფი გიორგი ნადირაშვილია, ინტერნტჰიტი გახდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პატარები თითქოს და-ძმანი იყვნენ, მაგრამ როგორც mshoblebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, ისინი მხოლოდ თანასოფლელები და თანასკოლელები - ბექა ბუჩუკური და მარიამ ნარიმანიძე არიან.
მარიამის დედის ანა ნარიმანიძის ნაამობიდან გავარკვიეთ, რომ პატარები ფილმისთვის სკოლიდან შეარჩიეს.
- გუშინწინ დამირეკა სკოლის დირეტორმა და მითხრა, რომ მარიამი ფილმისთვის მოეწონათ. გუშინ გადაღებაზე ჰყავდათ და იქ გადაუღეს ბექასთან ერთად ფოტო. ძალიან გახარებული და გაბრწყინებული იყო.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვები და-ძმა არიან...
- რადგან ერთნაირად პუტკუნები არიან, ალბათ ასე ჩათვალეს. ორივენი ქვეშეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. მარიამი პირველკლასელია, ბექა კი მეორე კლასში სწავლობს.
- ხომ არ იცით, რა თემატიკაზე იღებენ ფილმს, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ?
- იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რომ ფილმს რაზე იღებენ, ჯერ არ ვიცი.
რუსკა კილასონია