"ბოლომდე ვიბრძოლებ!" - ამ სიტყვებით მიმართა თემურ აკპეროვმა "მამას", ნიკოლოზ ცისკარიძეს. 19 წლის ყმაწვილი ამტკიცებს, რომ რუსეთის მთავარმა მოცეკვავემ ბავშვობაში მიატოვა.
ბოლო რამდენიმე დღეა სამსახიობო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, თემურ აკპეროვის ინსტაგრამ-ექაუნთი გააქტიურდა. მისი ფოტოების ქვეშ უამრავი ემოციური კომენტარი იწერება. ახალგაზრდის შესახებ აქტიურად საუბრობენ მედიაშიც. მსახიობი ირწმუნება, რომ ის ნიკოლოზ ცისკარიძის მიტოვებული შვილია.
7 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ ცნობილი მოცეკვავის მემკვიდრეა. ახალგაზრდას ამ ფაქტში ეჭვი არ ეპარება და ელოდება ცისკარიძის პასუხს. მზადაა, რომ დნმ-ის ანალიზიც გაიკეთოს.
აქტიურად განიხილავენ ფოტოებს, რომელსაც თემური საკურთარ გვერდზე აქვეყნებს. ის ამბობს, რომ მამასთან ნათესაური კავშირი დადგენილი აქვს.
13 ოქტომბერს ახალგაზრდამ კვლავ მიიქცია ყურადღება და "მამას" მიმართა: "მამა! რატომ მიმატოვე? ასე რატომ მომექეცი? ასე ძალიან გძულვარ?"
ცისკარიძე ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს თავის ახალგაცნობილ "შვილზე". ჟურნალისტები ცდილობდნენ, გაეგოთ აღიარებს თუ არა თემურს შვილად, მაგრამ მოცეკვავემ განაცხადა: "მაპატიეთ, თუ შეიძლება, ნახვამდის."