ავღანეთში მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიით წასული 43-ე ბატალიონი გუშინ სამშობლოში დაბრუნდა და ბუნებრივია, სამშობლოში დაბრუნებული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან შეხვედრას განსაკუთრებული ემოციები მოჰყვა. რასაც მოწმობს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოც, რომელზეც ჩანს, თუ როგორ დახვდა დიდ ხნის უნახავ მამას პატარა ბიჭუნა ბაღში.
როგორც mshoblebi.ge-მ გაარკვია, ფოტოზე ასახული მამა-შვილი გიორგი და დათა მინდორაშვილები არიან.
- გიორგი რამდენი შვილის მამა ხართ და იცოდნენ თუ რა აბავშვებმა, რომ სამშობლოში ბრუნდებოდით?
- ორი შვილი მყავს, თამარი და დათა. ბავშვებმა არ იცოდნენ, რომ ჩამოვდიოდი. ჩემი ოჯახი აეროპორტში დამხვდა, თამარი სკოლიდან ცოტა ადრე გამოეყვანათ და თან ჰყავდათ წამოყვანილი, არც სცოდნია, სად მოჰყავდათ. რომ დამინახა, გაოცებული და გაგიჟებული იყო. აეროპორტთან დახვედრის შემდეგ პირდაპირ წავედით ბაღში. ფოტოები მეუღლემ და დამ გადამიღეს. ფეისბუქზე ხშირად არ შევდივარ. არ მეგონა, ჩემს და დათას ფოტოს ამდენი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. ფაქტობრივად სახე არც ერთს არ გვიჩანს. დაგეგმილი არაფერი ყოფილა. მეუღლის ერთ-ერთმა ჯგუფელმა გაავრცელა ფოტო. მიხარია, რომა ასე გვაფასებენ ქართველ ჯარისკაცებს და სითბოთ გვავსებენ.
- რა რეაქცია ჰქონდა პატარას, როცა გნახათ?
- სახლში რომ მოვიყვანე, გაოცებული იყო. ცოტა ემოციური ბავშვია. ბაღში რომ მივედი, ჩამეხუტა, მერე კი სახეზე ხელი აიაფარა. მოერიდა გარშემო მყოფების. ავღანეთში ყოფნისას დღეში რამდენჯერმე ველაპარაკებოდი ბავშვებს.
ძალიან რთულია, 7 თვე რომ ოჯახიდან ხარ წასული. მთელი ამ დროის განმავლობაში ინტერნეტის საშუალებით ვეკონტაქტებოდი ოჯახის წევრებს. მიუხედავად ამისა, სულ გინდა, რომ მათ ხედავდე, მით უმეტეს სამშობლოდან შორს რომ ხარ. სამი წლის არის. დათა ჰქვია.
- დათა ხომ არ ფიქრობს ჯარისკაცი გახდეს?
- ჯერ პატარაა. სამი წლის არის და არაფერს ამბობს პროფესიაზე. გოგო უფრო აქტიურობს, მეორე კლასში სწავლობს და უკეთ ესმის, რას ემსახურება ჯარისკაცის საქმიანობა. ჩემი ფორმა რომ მომაქვს სახლში, ქუდს იფარებს და სახმხედრო სალამს მაძლევს.
რუსკა კილასონია
ავღანეთიდან დაბრუნებული ქართველი ჯარისკაცის შვილს სკოლაში სიურპრიზი მოუწყვეს - ემოციური ვიდეო