10 წლის ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი, რომელიც მთელმა საქართველომ სამი წლის წინ სახალისო ვიდეოთი გაიცნო, ავად არის. ბიჭუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბავშვის ახლობლები აქვეყნებენ.
როგორც mshoblebi.ge-ს ნიკოლოზის მამამ, ზურა ჭიჭიკოშვილმა უთხრა, ბავშვი გაითიშა და სასწრაფომ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა:
- ბავშვი იბრძვის სიცოცხლისთვის, აპარატზეა მიერთებული. წნევები ჰქონდა მაღალი. 210-დან ვერ ჩამოვუყვანეთ. ტიროდა, მიშველეთო, თმებს იგლეჯდა, მერე თქვა, ბრძოლას ვერ შევძლებ, დამეხმარეთო და გაითიშა. სასწრაფომ ინგოროყვაში გადაიყვანა, შორ მანძილზე წაყვანას ვერ გავრისკავთო. ტვინში სისხლი ჩაექცა, ინსულტი მიიღო. ოპერაცია გაუკეთეს და თავის ქალა ახადეს.
როგორც გახსოვთ, ნიკოლოზს ბებიის თირკმელი გადაუნერგეს, თუმცა შემდეგ გართულდა მდგომარეობა.