რატომ ზრდის შვილს ძიძის გარეშე ჯანეტ ქერდიყოშვილი და როგორ უვლის თავს ახალბედა დედა - "28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარ ამქვეყნად"
28 იანვარს ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის საერთო შვილი - ანნა სულაბერიძე მოევლინა ქვეყანას.
მოდელისთვის ანნა პირველი შვილია, ნოესთვის კი მესამე, მესამე ქორწინებიდან. "მის საქართველო 2011"-ისა და ცნობილი პროდიუსერ-ტელეწამყვანის ქორწინება ერთი წლის წინ მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. წყვილის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება, სწორედ ამიტომ ჯანეტმა გადაწყვიტა, "ინსტაგრამზე" გულშემატკივრების მიერ დასმული შეკითხვებისთვის გულწრფელად ეპასუხა.
მოდელი ამბობს, რომ შვილს ძუძუთი კვებავს. ხოლო კითხვაზე, როდის გამოაჩენს პატარას სახეს, პასუხობს: "ჯერ ცოტა წამოიზარდოს".
- 2020 წლის 28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარსებობდი ამქვეყნად.
- დიახ, ბუნებრივად, 5 საათში. თუმცა, გავიკეთე ეპიდელური გაუტკივარება. ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნო იყო ნემსის გაკეთების პროცესი, მაგრამ დიდი მადლობა ექიმ დოლიოტეს 1931 წელს შექმნილი ეპიდურალური ანესთეზიისთვის.
- 15 კილოგრამი, თუმცა 10 კილოგრამი სამშობიაროში დავტოვე...
- ბუნებრივი კვების დროს, დედა დღეში 500 კალორიას ხარჯავს, ამიტომ წონაში დაკლება არ გამჭირვებია.
- ქალებს მოვუწოდებ: ნუ ფიქრობთ, 24 საათი მაგ თემაზე, მოეშვით და თავად ნახავთ შედეგს, ყველაფერი მოდის თავიდან! რა თქმა უნდა საღამოს, მძიმე საკვებს არ ვიღებ, უარი ვთქვი ტკბილეულზე, ცომეულსა და გაზიან სასმელებზე. განაგრძეთ კითხვა