ქართულ შოუბიზნესში არა მხოლოდ ცნობილი დედა-შვილები, მამა-შვილები, რძალ-დედამთილები და ბებია და შვილიშვილებიც კი არიან, არამედ ცნობილი რძალ-მულებიც.
ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი მოდელის და ტელეწამყვანის ანა კოშაძის მული ასევე ცნობილი მოდელი და ბიზნესლედი ლიკა კვარაცხელიაა. სწორედ ლიკას ძმის - ტარასის (ტოშკას) ცოლია ანა და რძალ-მულს საკმაოდ მყარი ოჯახები აქვთ. ლიკა და ანა წლებია მეგობრობენ და სხვა მოდელ მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდაც დადიან ხოლმე.
სხვათა შორის, ასევე მოდელია ლიკა კვარაცხელიას უფროსი ქალიშვილი ანა შელია.
ანა კოშაძე მეუღლესთან ერთად, ლიკა კვარაცხელია და მისი ქალიშვილი ანა შელია
ასევე ცნობილი რძალ-მულია მოდელი, სამოდელო სააგენტოს მფლობელი და ასევე ცნობილი მოდელის - თაკო ნაცვლიშვილის დედა ნინო ცქიტიშვილი და მისი ძმის, ცნობილი კალათბურთელის ნიკა ცქიტიშვილის მეუღლე - მოცეკვავე სოფო გოგებაშვილი.
ნინოს მეუღლეც გასული წლების წარმატებული კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილია. ნინოს და მის ქალიშვილ თაკოს მშვენიერი ურთიერთობა აქვთ რძალთან და ერთადაც ხშირად ატარებენ დროს.
ერთ-ერთი პირველი რძალ-მული შოუბიზნესში იყვნენ მოდელი ნინო ორდენიძე და მისი ძმის - ყოფილი კალათბურთელი ირაკლი ორდენიძის მეუღლე - მოდელი და "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი ლიკა ორჯონიკიძე.
ისინი წლების წინ დანათესავდნენ და ორივეს დიდი ხნის, მყარი ოჯახები აქვთ.